ცნობილია, ვინ ითამაშებს კლინტონის სკანდალის შესახებ გადაღებულ სერიალში
ორწლიანი შუალედის შემდეგ ტელეარხმა FX-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ წელს ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სერიალის, American Crime Story-ის მესამე სეზონს ვიხილავთ.
რამდენიმე დღის წინ მედიისთვის გამართულ შეხვედრაზე FX-ის წარმომადგენელმა ვრცლად ისაუბრა იმაზე, თუ რაზე იქნება აქცენტი ახალი სეზონის სცენარში: აშშ-ის 42-ე პრეზიდენტის, ბილ კლინტონის სკანდალისა და მისი იმპიჩმენტის პროცედურის შესახებ 8 ეპიზოდს გადაიღებენ. სერიალის მესამე სეზონის სახელწოდებაც იმპიჩმენტი იქნება.
კლინტონის შემთხვევა თეთრი სახლის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სკანდალია: 22 წლის სტაჟიორმა, მონიკა ლევინსკიმ საჯაროდ აღიარა, რომ პრეზიდენტს მასთან რომანი ჰქონდა. ამის გამო კლინტონს იმპიჩმენტი გამოუცხადეს.
სერიალს ამერიკელი მწერლის, ჯეფრი ტუბინის ბესტსელერი წიგნის, A Vast Conspiracy-ის მიხედვით იღებენ. აღსანიშნავია, რომ ამ სეზონის შექმნაზე მუშაობს თავად მონიკა ლევინსკიც — ის შოუს პროდიუსერი იქნება.
რაც შეეხება სამსახიობო გუნდს, მათი ვინაობაც ცნობილია: მონიკა ლევინსკის პროტოტიპს აქამდე ძირითადად კომედიური როლებით ცნობილი ახალგაზრდა მსახიობი, ბინი ფელდშტეინი შეასრულებს.
პრეზიდენტ ბილ კლინტონის როლში კლაივ ოუვენი მოგვევლინება.
მესამე სეზონში ასევე ვიხილავთ ამ სერიალის მაყურებლებისთვის კარგად ნაცნობ სახეს — სარა პოლსონსაც, რომელიც ლინდა ტრიპის პროტოტიპს განასახიერებს.
ლინდა მონიკა ლევინსკის თანამშრომელი და მესაიდუმლე იყო, რომელმაც ამ გახმაურებულ ისტორიაში თავისი წვლილი შეიტანა.
Impeachment: American Crime Story-ში ვიხილავთ კიდევ ერთი ქალის, პოლა ჯონსის ისტორიას, რომელმაც ბილ კლინტონს სასამართლოში სექსუალური შევიწროების ბრალდებით უჩივლა.
მის როლს ანალეი ეშფორდი შეასრულებს.
ჟურნალისტი მეთ დრადჯის როლს, რომელმაც პირველმა გაავრცელა ინფორმაცია მედიაში კლინტონის სკანდალის შესახებ, American Horror Story-ის ვარსკვლავი, ბილი აიკნერი მოირგებს.
ხოლო მწერალსა და ადვოკატს, ენ კოულტერს, რომელმაც ბილ კლინტონის სკანდალის შესახებ გახმაურებული წიგნი დაწერა, ბეტი ჯილპინი განასახიერებს.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინ აშშ-ს ამჟამინდელ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსაც გამოუცხადეს იმპიჩმენტი, სულ რამდენიმე თვეში კი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებია. შოუს შემქმნელებს სურთ, რომ ახალი სეზონის პრემიერა სწორედ არჩევნების წინ შედგეს.
არაერთი ემის მფლობელი სერიალის, American Crime Story-ის პირველი სეზონი ამერიკელი სპორტსმენის, ო. ჯეი. სიმფსონის ცოლისა და ბოიფრენდის მკვლელობას ეხებოდა, მეორე სეზონში კი ცნობილი დიზაინერის, ჯანი ვერსაჩეს მკვლელობის ისტორიას გავეცანათ.
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
კომენტარები