გუშინ, 23 იანვარს ღამით თბილისში, ვარკეთილში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ახალშობილი იპოვეს. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ჩვილი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ჟვანიას კლინიკაში გადაიყვანა. მათი ცნობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

როგორც On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას ან 6 თვიდან 2 წლამდე შინაპატიმრობას, ანდა თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.