5 საყვარელი, მაგრამ საშიში ცხოველი
ძალიან ბევრი ცხოველი არსებობს, რომელიც ერთი შეხედვით საყვარელია და ალბათ დიდი სიამოვნებით ჩაიკრავდით გულში, თუმცა ფუმფულა ბეწვისა და უმანკო სახის მიღმა შესაძლოა ნამდვილი მონსტრი იმალებოდეს.
წარმოგიდგენთ ერთი შეხედვით უწყინარი და უვნებელი ცხოველების ხუთეულს: ამ ცხოველებს შეუძლიათ დიდი ზიანი მიაყენონ ჩვენს ჯანმრთელობას და სიცოცხლესაც კი გამოგვასალმონ.
პანდა
ეს ფუმფულა შავ-თეთრი დათვი მსოფლიოს იშვიათ ცხოველთა რიცხვს მიეკუთვნება. მასთან თამაში ცხოველების მოყვარული ნებისმიერი ადამიანისთვის ბედნიერება იქნებოდა, რომ არა მისი ნამდვილი სახე, რომელიც სინამდვილეში არცთუ საყვარელი და კეთილია. პანდა ბინადრობს ცენტრალური ჩინეთის სამხრეთით, მთებში მდებარე ცივ, ნესტიან ტყეებში. ამ ადგილთან ახლოს, სოფლებში ყოფილა შემთხვევა, როდესაც პანდას ბელიც კი დასხმია ადამიანს თავს. თავდასხმის მიზეზი ისაა, რომ ეს ცხოველი ინსტიქტურად იცავს საკუთარ ტერიტორიას და საკმაოდ ღორმუცელაც ბრძანდება.
სპილო
ბაჯბაჯა და დიდყურება სპილოს დანახვა ყველა ადამიანში სასიამოვნო ემოციებს აღძრავს. ალბათ ყველას გახსოვთ უსაყვარლესი ანიმაციური პერსონაჟი დამბო, განსაკუთრებით ბავშვებს უყვართ. მულტფილმის გმირისგან განსხვავებით, სპილო საკმაოდ აგრესიული, ჭკვიანი და ძალიან ძლიერი ცხოველია. მხოლოდ 2010-2015 წლებში სპილოების ანგარიშზე ადამიანზე 37 ათასი თავდასხმაა. აქედან 40-მდე მსხვერპლი გარდაიცვალა. განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევიან სპილოები, რომელთაც უწევთ საცირკო წარმოდგენებში მონაწილეობა, რადგან მათი გაწვრთნა გარკვეულ ფიზიკურ ძალადობას მოიცავს, შესაბამისად სპილოების აგრესია ხშირად თავდაცვის ერთადერთი საშუალებაა.
სელაპი
პუტკუნა და საყვარელი სელაპი სინამდვილეში ხორცისმჭამელი და საკმაოდ აგრესიული ცხოველია. მიწაზე მოუხერხებელი ჩანს, თუმცა წყალში ძალიან სწრაფი მონადირეა. იკვებება თევზით და თუ გაუმართლა, არც პინგვინის გასინჯვაზე ამბობს უარს. არსებობს ადამიანზე თავდასხმის უამრავი ფაქტი, მაგალითად ანტარქტიდაზე 2003 წელს სელაპი თავს დაესხა ბრიტანელ მეცნიერს. თავდასხმამ მეცნიერის სიცოცხლე შეიწირა.
ძაღლი
ძაღლი თითქმის ყველასათვის საყვარელი შინაური ცხოველია, მაგრამ უნდა ვაღიაროთ: ძაღლებს შორისაც არსებობენ ისეთები, რომლებიც აგრესიულობითა და სიავით გამოირჩევიან. გაბრაზებულ ძაღლს იმაზე მეტი ზიანის მიყენება შეუძლია ადამიანის ჯანმრთელობისათვის ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს ან გვგონია. გასულ წელს მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ძაღლების მხრიდან ადამიანებზე თავდასხმის 4,5 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, მსოფლიოს მასშტაბით კი ეს რიცხვი, რა თქმა უნდა, ბევრად დიდია. მიუხედავად ამისა, ძაღლი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ შინაურ ცხოველად რჩება და მისი მოვლა-პატრონობა უამრავ ადამიანს სურს. სწორედ პატრონზეა დამოკიდებული, თუ როგორი კეთილი და მოსიყვარულე გაიზრდება მისი საყვარელი ცხოველი.
დელფინი
1998 წელს ბრაზილიაში დელფინი რამდენიმე ადამიანს დაესხა თავს, რამაც ერთ-ერთი მათგანის სიცოცხლე იმსხვერპლა. გავრცელებული შეხედულების თანახმად, დელფინები ძალიან კეთილები არიან და თუ კარგად დააკვირდებით, იღიმიან კიდეც, თუმცა ფაქტია, რომ ეს მხიარული და საყვარელი ზღვის ბინადარი ზოგჯერ საკმაოდ ბრაზიანი და სახიფათოა. განსაკუთრებულ აგრესიულობას დელფინები გამრავლების პერიოდში ავლენენ.
ასე რომ, მხოლოდ უწყინარ გარეგნობას ნუ ენდობით და სანამ რომელიმე ცხოველს მოეფერებოდეთ, გაიხსენეთ ეს სტატია.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები