2012 წლამდეც იყვნენ კონგრესმენები, რომელთა განცხადებები ხელს აძლევდა ნაცმოძრაობას — კობახიძე
ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკული წერილის პასუხად ქართული ოცნების ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი" განცხადებები 2012 წელსაც ვრცელდებოდა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ კონგრესმენების ნაწილი "ხელს აძლევდა" ნაციონალურ მოძრაობას, მაინც "სიმართლემ გაიმარჯვა" და ახლაც ასე მოხდება.
"2012 წლამდე განცხადებები კეთდებოდა, რომ იყო გარემო დემოკრატიული, ციხეებში იყო ყველაფერი კარგად, დემონსტრანტების წინააღმდეგ არავინ არ იყენებდა ძალას და ა.შ.
საზოგადოება ხედავდა, რომ იყო ძალიან მძიმე ვითარება შექმნილი, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების კუთხით, მედია იყო მთლიანად მონოპოლიზებული და კონგრესმენები ან ევროპარლამენტარები წერდნენ თავის წერილებში, რომ მედიაპლურალიზმი იყო უზრუნველყოფილი... მაშინაც იყვნენ კონგრესმენები, რომელთა განცხადებები საბოლოო ჯამში ხელს აძლევდა ნაცმოძრობას, მაგრამ ბოლოს ყოველთვის იმარჯვებს სიმართლე", — განაცხადა მან ტელეკომპანია იმედის ეთერში.
ამერიკელმა კონგრესმენებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ისევ მისწერეს კრიტიკული წერილი, რომელშიც სხვადასხვა საკითხს ეხმიანებიან, მათ შორის ანაკლიის პორტს, ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებებსა და არჩევნებს.
კონგრესმენები აღნიშნავენ, რომ პირველი წერილის შემდეგ გახარიასგან მიიღეს პირობა არჩევნები უმაღლესი სტანდარტით ჩატარების შესახებ. თუმცა მათი თქმით, აქვთ ინფორმაცია იმაზე, რომ ფეისბუქმა წაშალა ანგარიშები, რომელსაც მმართველი გუნდი აფინანსებდა. კონგრესმენებს მიუღებლად მიაჩნიათ ის ფაქტი, რომ ამ გვერდებზე ვრცელდებოდა ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური განცხადებები.
კონგრესმენები აცხადებენ, რომ ამერიკულ და ევროპულ კომპანიებს საქართველოში ავიწროებენ, რაც აშშ-ში საქართველოს იმიჯზე უარყოფითად აისახება. ამასთან დაკავშირებით, ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ ანაკლიის პორტის საკითხის პოლიტიზების გამო. მათი თქმით, აშშ-ს მხარდაჭერის მქონე ანაკლიის კონსორციუმის პოლიტიკურ სამიზნედ ქცევამ აშშ-ს ინვესტიციებს შეუშალა ხელი.
კონგრესმენები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამოც, რომ განახლდა ძველი საქმეები ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ.
კიდევ ერთი კონგრესმენი, რომელმაც გახარიას 13 იანვრით დათარიღებული წერილი გამოუგზავნა რესპუბლიკელი მარკვეინ მალინია. მალენიც დემოკრატიული ღირებულებებისგან გადახვევისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო თავის შეშფოთებას გამოხატავდა. ასევე, დაპირებული რეფორმის შეუსრულებლობასთან დაკავშირებით მისი კოლეგებს აზრს იზიარებდა.
მმართველ გუნდის წევრებმა კონგრესმენების კრიტიკა მიკერძოებულობას დააბრალეს და განაცხადეს, რომ ისინი სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებებს ეყრდნობიან.
გაიგეთ მეტი:
- მიკერძოებულია და კონკრეტული კომპანიის ინტერესს უკავშირდება — ვოლსკი კონგრესმენის წერილზე
- პოლიტიკოსი ამერიკაში იქნება თუ ევროპაში, სანამ რამეს განაცხადებს, უნდა დაფიქრდეს — გაჩეჩილაძე კონგრესმენ მალენზე
- ამერიკელი კონგრესემენების ყველა კითხვას გავცემთ პასუხს — დავით ზალკალიანი
- კიზინგერი თვითონ არის მაჟორიტარი — ხუნდაძე ამერიკელ კონგრესმენზე
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
კომენტარები