გაიცანით შირო, უსინათლო და ყრუ ძაღლი რომელიც თავშესაფრის ცხოველების დამშვიდებაზე ზრუნავს.

ფოტო: Sherios Shenanigans

შირო ორი წლის წინ იშვილეს. მუდმივი სახლის ძებნის პროცესი ხანგრძლივი და მძიმე გამოდგა, რადგან უსაყვარლესი ძაღლი ყრუა და ნაწილობრივ უსინათლოც. შირომ ორი თავშესაფარი, 12 დროებითი სახლი და ოთხი პატრონი გამოიცვალა.

ფოტო: herios Shenanigans

ფოტო: Sherios Shenanigans

საბედნიეროდ, მისი ცხოვრება შერილ სმიტმა შეცვალა. ქალმა იცოდა, რომ შიროს დახმარება ძალიან სჭირდებოდა და გადაწყვიტა, მისთვის საკუთარი სახლის კარები სამუდამოდ გაეღო.

სამწუხაროდ, ამდენ მიტოვებას უკვალოდ არ ჩაუვლია. ხანდახან, მანქანაში როცა ზის, ძაღლი ტირილს იწყებს ხოლმე, რადგან ჰგონია, რომ ისევ უნდა მიატოვონ.

მძიმე ისტორიის მიუხედავად, ცუგა მაინც ძალიან მოსიყვარულეა. სმიტს სხვა ცხოველებიც დროებით ყავს შეფარებული და სანამ სამუდამოდ გაჩუქდებიან, შირო მათ ლოკვით ამშვიდებს და ცდილობს თავი საკუთარ სახლში აგრძნობინოს.

ფოტო: Sherios Shenanigans

სმიტმა შიროს შემდეგ ორსული ძაღლი იშვილა, რომელიც ძალიან იყო დასუსტებული და ლეკვებზე ზრუნვა არ შეეძლო. ეს ფუნქცია შირომ შეითავსა, ის სხვა ცხოველებსაც არაერთხელ დახმარებია. სმითის თქმით, ცხოველებს და შიროს შორის ძალიან ძლიერი კავშირი არსებობს.

სულ ცოტა ხნის წინ, შირო პატარა კატასაც დაუმეგობრდა. კნუტი შეშინებული და მშიერი იყო, მაგრამ როგორც კი შირო გაიცნო, ძაღლს არც კი მოშორებია. საბედნიეროდ ახლა კნუტი უკვე კარგადაა, მაგრამ შირო მაინც დიდი კოცნით ამშვიდებს ხოლმე.

ფოტო: Sherios Shenanigans

ფოტო: Sherios Shenanigans

ფოტო: Sherios Shenanigans