საბერძნეთის პარლამენტმა პირველ ქალ პრეზიდენტად მოსამართლე და ადამიანების უფლებების დამცველი ეკატერინი საკელაროპულუ აირჩია. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ახალი დემოკრატია — ასე ჰქვია მმართველ კონსერვატიულ პარტიას, რომელმაც საკელაროპულუ წარადგინა, თუმცა ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ოპოზიციის მხარდაჭერაც მიიღო. ის არცერთი პარტიის წევრი არ ყოფილა.

საკელაროპულუმ 300-კაციანი პარლამენტიდან 261 ხმა მიიღო. კონსტიტუციის მიხედვით, 200 პარლამენტარის ხმა პრეზიდენტის ასარჩევად საკმარისია.

საბერძნეთის პრემიერმინისტრმა ახალი პრეზიდენტის არჩევა ათწლეულის ოპტიმისტურად დაწყებად შეაფასა. ცოტა ხნის წინ ის გააკრიტიკეს მთავრობაში მინისტრების პოზიციებზე მინიმალური რაოდენობის ქალი პოლიტიკოსის ყოფნის გამო.

პრეზიდენტს საბერძნეთში 5-წლიანი ვადით ირჩევენ. მის თანამდებობას უმეტესად ფორმალური დატვირთვა აქვს.