სტარტაპი, რომელიც ქალაქს ხელისგულზე დაგანახებს
რა ტიპის ინფორმაციის მოძიება შეგიძლია ერთი წუთის განმავლობაში ერთი კონკრეტული ქალაქის შესახებ? დაგეგმილი კულტურული და გასართობი ღონისძიებების შესახებ? საუკეთესო რესტორნების, კაფეების და ბარების შესახებ რეკომენდაციები? კონცერტები და სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებების შესახებ? ახალი ამბების? იქნებ ყველაფრის ერთად?
ან კიდევ, წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია: ხართ ქალაქში, რომლის შესახებაც საკმარისი ინფორმაცია მეგობრებისგან არ მოგეპოვებათ, არადა ისეთი ადგილების მონახულება გსურთ, რომლებიც საინტერესო და ჯერ კიდევ აღმოუჩენელია. "გუგლი" თქვენს კითხვებს სტანდარტულად პასუხობს. მაგალითად, გიგდებთ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროებსა და რესტორნებს და აუცილებლად სანახავ ტურისტულად აქტიურ ადგილებს, მაგრამ არაფერს ამბობს იმის შესახებ, სად დადიან ადგილობრივები; რა არის განსაკუთრებული ამ ქალაქში; რა არის ის მთავარი კერძი, რაც აუცილებლად უნდა დააგემოვნო და ა.შ. შეიძლება იგივე კითხვები ფეისბუკზე 5 წუთის წინ დაასტატუსეთ კიდეც, მაგრამ თქვენმა ნაცნობებმა ან არ იციან, ან ვერ ნახეს თქვენი პოსტი. ინტერნეტით კი დიდხანს ვერ ისარგებლებთ. რას იზამდით?
სწორედ ამიტომ შეიქმნა ქართული ტექნოლოგიური სტარტაპი Feedc, რომლის მთავარი გასაღებიც სწორედ ლოკაციაა. ის საშუალებას იძლევა, ერთდროულად აღმოჩნდეთ მსოფლიოს ნებისმიერი ქალაქის, სოფლის ან თუნდაც, უბრალოდ, თავშეყრის ნებისმიერი ადგილის ფიდზე, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ინფორმაციის ოპერატიულად გადამოწმებისა და ადრესატამდე დროულად მიტანის საშუალებას.
მოხერხებული ინტერფეისით და ჰეშთეგებით თავად ადგენთ თქვენს ნიუსფიდს: გართობა, კვება, ღონისძიებები, საინსტაგრამე ადგილები, ახალი ამბები, პოლიტიკა, ხელოვნება... მოკლედ, ყველაფერი, რაც კი ერთ კონკრეტულ ადგილთანაა დაკავშირებული, თქვენს ხელისგულზეა თავმოყრილი.
აპლიკაციის მეშვეობით, მარტივად შეგიძლიათ, აღმოჩნდეთ მოვლენების ეპიცენტრში; გამოიწეროთ სხვადასხვა თემატიკის ყველა სიახლე; თვალი ადევნოთ პოლიტიკურ და კულტურულ ღონისძიებებს; გაეცნოთ როგორც ტრადიციული მედიის მიერ მოწოდებულ სიახლეებს, ისე თქვენი მეგობრების მიერ დაპოსტილ ამბებს და შეიქმნათ სრული და ამომწურავი სურათი ერთი ლოკაციის გარშემო. მეტიც, თავად გახდეთ მოქალაქე ჟურნალისტი და თქვენივე უნიკალური ხედვით შექმნილი ახალი ამბები გაუზიაროთ აუდიტორიას.
ჰეშთეგებით ინტერესების სფეროს მარტივად გაფილტვრის შედეგად, უკვე იცით, მაგალითად, პარიზში რომელ უბანში მიმდინარეობს რომელიმე კომპანიის გაფიცული თანამშრომლების დემონსტრაცია; რომელ რესტორანში სადილობენ ნამდვილი პარიზელები; რა უნდა ნახო აუცილებლად, ლუვრისა და ეიფელის გარდა, და ა.შ.
მარტივად რომ ვთქვათ, თქვენ ხედავთ ყველა პოსტს, რაც კი კონკრეტულად იმ ადგილიდან დაპოსტილა; შედეგად, ქალაქი ნამდვილად თქვენს ხელისგულზეა გადაშლილი.
Feedc არაა სოციალური ქსელი, ეს არის სოციალური პლატფორმა, რომლის მთავარი მიზანია, შეცვალოს ის, როგორც იყენებენ ადამიანები სოციალურ ქსელებს. Feedc-ს გუნდში ამბობენ, რომ სურთ, დაანგრიონ ყველა ის ბარიერი, რომელსაც ქმნის ყველა სხვა ტრადიციული ახალი ამბების თუ სოციალური ქსელების პლატფორმა. მიზანი კი მარტივია - ყველა ადამიანს ჰქონდეს ინფორმაციის გავრცელების თანაბარი შესაძლებლობა. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ აქ ყველა მოწონება/არმოწონებაც კი ანონიმურია.
ვისთვისაა პლატფორმა განსაკუთრებით საინტერესო?
ყველასთვის, ვისაც ინოვაციური სიახლეები აინტერესებს და ამ ყველაფერს ცხოვრების გასამარტივებლად იყენებს. განსაკუთრებით კი, ახალგაზრდა თაობისთვის, რომლებიც უფრო აქტიურები არიან ონლაინ სივრცეში და აქტიურად მოგზაურობენ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. პლატფორმაზე ინფორმაცია თითოეული ლოკაციის შესახებ განუწყვეტლივ ახლდება, რადგან მთავარი პრინციპი ერთი და უნიკალურია - აწარმოოს ახალი ამბები თავად მომხმარებელმა და თავად გახდეს მედიაპლატფორმა.
განუწყვეტლივ იმატებს აპლიკაციის მომხმარებელთა რაოდენობაც. პლატფორმა ნებისმიერი სმარტფონისთვისაა ხელმისაწვდომი. პროდუქტი მუშაობს ანდროიდსა და iOS-ზეც. ძალიან მალე კი ჩაეშვება Feedc-ს ვებვერსიაც.
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვადღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი დღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი
-
გადახედვააზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს
-
-
-
-
გადახედვა"დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს "დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს
-
გადახედვაყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
-
-
გადახედვააპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი აპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი
-
გადახედვამეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს მეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს
-
გადახედვაკგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო კგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო
-
გადახედვაროგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა როგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა
-
გადახედვაჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე
-
კომენტარები