უცხოურ მედიაში სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ოფიციალური ცნობების იმის შესახებ, რომ დისნეი Captain Marvel-ის სიქველის გადაღებაზე მუშაობს.

2019 წელს გამოსული Captain Marvel პირველი ფილმია, რომელიც მარველის სამყაროში მთლიანად სუპერგმირი ქალის ირგვლივ განვითარებულ ისტორიაზე მოგვითხრობს. აღსანიშნავია, რომ ფილმი საოცრად წარმატებული აღმოჩნდა კინოგაქირავებაში: მისმა მსოფლიო შემოსავლებმა $1,13 მილიარდს მიაღწია.

როგორც ჩვენთვის უკვე ცნობილია, დისნეიმ Marvel Studios-ს შეიძინა და მომავალ ფილმებზე ეს ორი კომპანია ერთად იმუშავებენ. მათ შორის იქნება Captain Marvel-ის გაგრძელება, რომლის სიუჟეტური დეტალები და გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

თუმცა ცნობილია, რომ დისნეი მომავალი ფილმის გადაღებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს დამწყებ რეჟისორთან, მეგან მაკდონელთან აწარმოებს, რომელიც ამჟამად დისნეის სტრიმინგ სერვისისთვის ასევე მარველის კომიქსების მიხედვით შექმნილ სერიალ WandaVision-ზე მუშაობს.

ბოლოს კაპიტანი მარველის პერსონაჟი Avengers: Endgame-ში ვიხილეთ, თუმცა, როგორც ჩანს, ბრი ლარსონი კიდევ ერთხელ მოირგებს გმირის მანტიას და ყველაზე ძლიერი სუპერგმირის ათასგვარი ფათერაკით სავსე ისტორიის ახალ დეტალებს გაგვაცნობს.