იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ოპოზიცია ან უნდა დათანხმდეს მათ შეთავაზებას ახალ საარჩევნო სისტემაზე, ან პროპორციული სისტემა იგლოვოს.

"ერთი ცნობილი ფილმის არ იყოს, გამოიგლოვონ ეს თავიანთი პროპორციული, უბარიერო მათ შორის, სისტემა და არსებული სისტემის ფარგლებში დაიწყონ არჩევნებისთვის მზადება", — განაცხადა მან PosTV-ის ეთერში.

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შესრულდა და პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩავარდა, ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა აქციები და პარლამენტის პიკეტირება დაიწყეს. სპეცრაზმმა პიკეტი ორჯერ წყლის ჭავლით დაშალა. დაძაბულობის თავიდან ასარიდებლად დიპლომატიურმა კორპუსმა მმართველ გუნდს ოპოზიციასთან მოლაპრაკებები შესთვაზა.

მოლაპარაკებებზე ორივე მხარე თავისი საარჩევნო მოდელის გატანას ცდილობდა, თუმცა მმართველი გუნდი არ დათანხმდა ოპოზიციის იდეას ე.წ. გერმანულ პროპორციულ მოდელზე. პასუხად მათ შერეული სისტემის სახეცვლილი ვერსია გააჟღერეს და განაცხადეს, რომ თუ ამას ოპოზიცია არ დათანხმდება, არჩევნები არსებული სისტემით ჩატარდება.