ვშიშობ, დავალება არ ჰქონდეს ასეთი ან რჩევა, რომ მერჩოდეს — წულუკიანი ომბუდსმენზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ფიქრობს, რომ სახალხლო დამცველი ნინო ლომჯარია მას "ერჩის". მინისტრის თქმით, არ იცის ზუსტად ვის, მაგრამ აქვს ვარაუდი, რომ ომბუდსმენი მას "ვინმეს დავალებით ან რჩევით ერჩის".
მისივე თქმით, როდესაც მიხვდება, ვინ შეიძლება "ავალებდეს" ლომჯარიას ამას, მაშინვე იტყვის. ამის შესახებ მან PosTV-ს ეთერში ისაუბრა.
წამყვანის კითხვაზე, უშვებს თუ არა ფაქტს, რომ ლომჯარია პარტიულად ანგაჟირებულია, წულუკიანი პასუხობს:
"არ არის აუცილებელი პარტიულად. არ ვიცი, მე მაქვს ეჭვი".
წულუკიანს ამ განცხადებას წინ უძღოდა დებატები ლომჯარიასთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, როცა მან ომბუდსმენის ანგარიშის პასუხად ნინო ლომჯარია გააკრიტიკა და თქვა, რომ ის პატიმრებს პირადად არ ხვდება.
21 იანვარს სახალხო დამცველმა პარლამენტში სპეციალური ანგარიში წარმოადგინა, სადაც ის ციხეებში ქურდული სუბკულტურის არსებობაზე მიუთითებს. ნინო ლომჯარიას შემდეგ საპასუხოდ გამოსულმა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ომბუდსმენის ანგარიშები "ციხეებიდან თანამშრომლების მოტანილ ამბებზეა" აგებული.
გარდა ამისა, წულუკიანმა ციხის მონიტორინგის კადრები გაასაჯაროვა, რომლითაც ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ომბუდსმენის წარმომადგენლები არაპროფესიონალურად იქცევიან. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ეს ფაქტი კანონისა და საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევად შეაფასეს. მათი განცხადებით, იუსტიციის მინისტრის ეს ქმედება მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენების საფუძველი უნდა გახდეს.
ლომჯარიამ განაცხადა, რომ კადრების რამდენიმე თვით დაარქივებისა და გასაჯაროების გამო წულუკიანს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში უჩივლებდა.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები