ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2019 — დაჯილდოების ცერემონია
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2019 წლის გამარჯვებულები გამოავლინეს. წელს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 6 კატეგორიას მოიცავდა — ბეჭდური, სამაუწყებლო, ონლაინ და ფოტოჟურნალისტიკა. გარდა ამისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ (EUMM) სპეციალური პრიზი გასცა კონფლიქტების მიმართ საუკეთესო სენსიტიურ ნაშრომში.
"პრიზი ჟურნალისტიკაში არის ევროკავშირის მუშაობის ნაწილი, რათა ხელი შევუწყოთ პლურალისტურ, დამოუკიდებელ, მაღალი კლასის მედიაგარემოს საქართველოში. დღეს დავაჯილდოვეთ რამდენიმე ყველაზე მეტად გამორჩეული ჟურნალისტი შვიდ კატეგორიაში და, პირფერობის გარეშე, ფაქტია, რომ ნაწერების ხარისხი იყო მართლაც მაღალი. ვფიქრობ, რომ ამ ტიპის ჟურნალისტიკა ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნებისთვის, სადაც განვითარებადი დემოკრატიაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო პერიოდის სწორად გაშუქება", — თქვა კარლ ჰარცელმა.
ელჩმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს ყველას მოუწოდა, რომ ნახონ და წაიკითხონ გამარჯვებული ნომინანტების ნაშრომები.
გამარჯვებულების სია ასე გამოიყურება:
საუკეთესო სტატია ბეჭდურ და ონლაინ მედიაში
ნინო თარხნიშვილი – დათმობდი შენს ორგანოებს სიკვდილის შემდეგ?
საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო და ონლაინ მედიაში
ბესო გვენეტაძე – თბილისის ტრანსპორტის არასრული ანთოლოგია
საუკეთესო საგამოძიებო ნაშრომი ბეჭდურ, ონლაინ და სამაუწყებლო მედიაში
გიორგი მგელაძე – BP-ის ნავთობის პრივილეგირებული ქურდები
საუკეთესო ბლოგი ონლაინ ან ბეჭდურ მედიაში, მოსაზრება თემაზე ბეჭდურ, სამაუწყებლო და ონლაინ მედიაში
ჯიმშერ რეხვიაშვილი – როგორ გავყიდოთ სტალინი?!
ყველაზე ინოვაციური და ორიგინალური ნაშრომი ბეჭდურ, სამაუწყებლო და ონლაინ მედიაში
ლაშა ცერცვაძე – Can You Hear the Wall?
საუკეთესო დოკუმენტური ფოტო, რომელიც ასახავს ევროკავშირის ღირებულებებს
დათო ქორიძე – ჭიათურა - შიმშილობის მე-9 დღე
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი სამშვიდობო ჟურნალისტიკაში
მამუკა ყუფარაძე – ინტერვიუ თემურ ცხურბათთან
"ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მოხარულია, რომ დღევანდელ საღამოს სპეციალური მშვიდობის პრიზს გადასცემს გამარჯვებულს. საზოგადოება ყველა მხრიდან ხედავს, რომ კონფლიქტის გაშუქებისას მნიშვნელოვანია ბალანსი, სამართლიანობა, ეს არის მგრძნობიარე თემა და ცრურწმენებისგან თავისუფალი. ჩვენთვის ეს არის ევროკავშირის ღირებულებები", — თქვა ქეით ფეირორნმა.
ამ წელს ჟურნალისტურ ნამუშევრებს არჩევდა ჟიური, რომლის წევრებიც იყვნენ:
- დაჩი გრძელიშვილი — IREX M-TAG Program-ის ხელმძღვანელის მოადგილე;
- მაგდა მემანიშვილი — შავი ზღვის საერთაშორისი უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის პროგრამის კოორდინატორი;
- კრის ბუთი — პლატფორმის MediaSpeed უფროსი პროდიუსერი.
კრის ბუთმა On.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ მისთვის, როგორც ყოფილი ჟურნალისტისთვის სასიხარულოა იმის დანახვა, რომ შემოსული ნამუშევრების ხარისხი საოცრად მაღალი იყო.
"მასალები, რომლებიც ჟიურის წევრებმა ვნახეთ, იყო გასაოცარი, ზოგიერთი მათგანი იყო სულისშემძვრელი, ზოგიერთი კი - აღმაშფოთებელი. ზოგიერთი სტატია, რომელიც წავიკითხეთ, ჰყვებოდა ისეთ ამბავს, რაც შეიძლება არ გინდოდეთ, რომ ამ ქვეყანაზე იცოდეთ, მაგრამ მისი ცოდნა აუცილებელია. ისტორიები იყო მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ამ ქვეყნისა და რეგიონისთვის, არამედ მსოფლიოსთვის. ისტორიები იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს იყო ადამიანი. ერთ-ერთი გამარჯვებულის, ლაშას [ცერცვაძის] ისტორია ბრმა ქალზე არასდროს დამავიწყდება", — თქვა კრის ბუთმა.
თავად ლაშა ცერცვაძემ, რომელის პროექტმაც — გესმის კედელი, პრიზი საუკეთესო ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომისთვის მიიღო, აღნიშნა, რომ ეს მისთვის კიდევ ერთი მოტივატორი იქნება.
"ძალიან ემოციური თემაა უსინათლოების თემა, მათი პრობლემები და მათი საჭიროებები. ექვსი თვე ვმუშაობდით ამ პროექტზე, ძალიან ბევრი რაღაც ვისწავლეთ მეც და ნინო ლომაძემაც [თანაავტორი, ინდიგოს რედაქტორი] და საერთოდ სხვანაირად დავინახეთ რაღაც საკითხები. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ პროექტმა პრიზები მოიგო და ძალიან მნიშვნელოვანი მოტივაციაა იმიტომ, რომ მართლა საჭირო თემას აკეთებ. გულწრფელად ვისურვებდი, რომ ქართული ჟურნალისტიკის დონე იმდენად ამაღლებულიყოს, რომ წამყვანმა მედიებმაც, ვინც გვყავს საქართველოში, შექმნან ისეთი დონის პროექტები, რომ პრიზები მოიგონ", — აღნიშნა ლაშა ცერცვაძემ On.ge-სთან საუბრისას.
მისი თქმით, დიდი პასუხისმგებლობაა მსგავს თემაზე მუშაობა, იმ გარემოში "შესვლა", რომლის ნაწილიც ხარ და იმ ადამიანების სათქმელის გაჟღერება, ვისთვისაც ეს მნიშვნელოვანია. კიდევ ერთმა გამარჯვებულმა გიორგი მგელაძემ, რომელმაც პრიზი საუკეთესო საგამოძიებო ნამუშევრისთვის მიიღო, აღნიშნა, რომ ყველა ჟურნალისტისთვის მნიშვნელოვანია ისეთი ნამუშევრების შექმნა, რომლის წარდგენასაც ასეთ კონკურსზე შეძლებენ.
"ევროკავშირის პრიზზე, შეიძლება ითქვას, ყველა ჯერზე ვიღებ მონაწილეობას. ვთვლი, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა ყველა ჟურნალისტისთვის, რომელიც კრიტიკულ პროდუქტს ქმნის და ფიქრობს, რომ მისი შექმნილი პროდუქტი კონკრეტული შედეგების მომტანია. დღეს მესამედ ავიღე ეს პრიზი და, რა თქმა უნდა, ისეთივე ამაღელვებელია, როგორც პირველ ჯერზე", — თქვა გიორგი მგელაძემ.
გიორგი მგელაძის ნამუშევარი იმაზე მოგვითხრობს, თუ როგორ მფარველობს პროკურატურა და ფინანსური პოლიცია BP-ს ნავთობის ქურდებს. გამოძიება კონკრეტული შედეგით დასრულდა. ავტორმა გვითხრა, რომ რამდენიმე დღის წინ მხილებულ პიროვნებას პატიმრობა მიუსაჯეს.
ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2012 წელს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ დააწესა. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს პროფესიონალიზმისა და ეთიკური ნორმების დამკვიდრებას ქართულ ჟურნალისტიკაში. 2013 წლიდან პრიზების ჩამონათვალშია სპეციალური ჯილდო სამშვიდობო ჟურნალისტიკაში, რომელიც ხელს უწყობს ნდობის აღდგენას. პრიზი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ (EUMM) დააწესა.
თავდაპირველად, 2012 წელს პრიზს მხოლოდ 3 კატეგორია ჰქონდა: საუკეთესო საგამომძიებლო სტატია ან ნარკვევი, საუკეთესო ტელე-რადიო გამოძიება/რეპორტაჟი და საუკეთესო ბლოგი. 2019 წელს კი 103 ნაშრომიდან საუკეთესოები 7 კატეგორიაში დაჯილდოვდნენ.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები