"შეიძლება, რომელიღაცა ტელევიზიისა და პოლიტიკური ორგანიზაციისთვის ჰქონდეს გარკვეული მნიშვნელობა, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს მხოლოდ და მხოლოდ კონგრესის, ამერიკის ადმინისტრაციის, საქართველოში საელჩოს განცხადებებს", — ასე გამოეხმაურა უმრავლესობის დეპუტატი გია გაჩეჩილაძე ამერიკული კონგრესმენების კრიტიკულ წერის გიორგი გახარიასადმი. მანვე აღნიშნა, რომ ეს "შეცდომაში შეყვანილი" ან "დაინტერესებული" კონგრესმენების პოზიციებია.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საქართველოს ჯგუფის თანათავმჯდომარის, რესპუბლიკელი ადამ კინზინგერის ცნობით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ოთხმა ამერიკელმა კონგრესმენმა წერილი გამოუგზავნა. მისივე ინფორმაცით, კონგრესმენები გახარიასთვის მიწერილ წერილში შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში არსებული ვითარების გამო.

კონგრესმენებმა გიორგი გახარიას წერილი ერთი თვის წინ, დეკემბერშიც გამოუგზავნეს, სადაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირების შეუსრულებლობას აკრიტიკებენ და გაოგნებას გამოხატავდნენ.

კიდევ ერთი კონგრესმენი, რომელმაც გახარიას 13 იანვრით დათარიღებული წერილი გამოუგზავნა რესპუბლიკელი მარკვეინ მალინია. მალენიც დემოკრატიული ღირებულებებისგან გადახვევისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო თავის შეშფოთებას გამოხატავდა. ასევე, დაპირებული რეფორმის შეუსრულებლობასთან დაკავშირებით მისი კოლეგებს აზრს იზიარებდა.