თბილისის მერიამ ბორჯომის მერიას ბაკურიანში ზამთრის სეზონის დამთავრებამდე ე.წ. ყვითელი ავტობუსები ათხოვა. სულ 10 ცალი.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში On.ge-ს უთხრეს, რომ ავტობუსების თხოვება თბილისის მერის, კახა კალაძის გადაწყვეტილებით მოხდა.

ბორჯომისთვის ნათხოვარ ავტობუსებზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის წარმოჩენის მიზნით რეკლამას გააკრავს. ამისთვის ის კერძო კომპანია ალმას, რომელიც ავტობუსებზე რეკლამის განთავსების უფლებას ფლობს, 116 300 ლარს გადაუხდის.