აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საქართველოს ჯგუფის თანათავმჯდომარის, რესპუბლიკელი ადამ კინზინგერის ცნობით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ოთხმა ამერიკელმა კონგრესმენმა წერილი გამოუგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას კინზინგერი საკუთარ ტვიტერზე ავრცელებს. მისივე ინფორმაცით, კონგრესმენები გახარიასთვის მიწერილ წერილში შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში არსებული ვითარების გამო.

"დღეს ადამ კინზინგერმა, ჯერი კონოლიმ, ელიოტ ენგელმა და მაიკლ მაკკოლმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გაუგზავნეს წერილი, რომელშიც გამოთქვამენ ღრმა შეშფოთებას პოლიტიკური მოტივით დევნისა და ეკონომიკური ვარდნის ტენდენციის გამო, რაც საქართველო დემოკრატიული რეფორმებისა და დასავლური ინტეგრაციის გზაზე სვლას პრობლემას უქმნის", — წერს კინზინგერი.

კონგრესმენებმა გიორგი გახარიას წერილი ერთი თვის წინ, დეკემბერშიც გამოუგზავნეს, სადაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირების შეუსრულებლობას აკრიტიკებენ და გაოგნებას გამოხატავდნენ.

კიდევ ერთი კონგრესმენი, რომელმაც გახარიას 13 იანვრით დათარიღებული წერილი გამოუგზავნა რესპუბლიკელი მარკვეინ მალინია. მალენიც დემოკრატიული ღირებულებებისგან გადახვევისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო თავის შეშფოთებას გამოხატავდა. ასევე, დაპირებული რეფორმის შეუსრულებლობასთან დაკავშირებით მისი კოლეგებს აზრს იზიარებდა.