ზუგდიდში N15-ე საბავშვო ბაღი გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, ბაღიდან ორი ტელევიზორი და მუსიკალური ცენტრია წაღებული.

როგორც On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ და მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან 6 თვიდან 1 წლამდე შინაპატიმრობას ანდა თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე.