სერბეთსა და კოსოვოს შორის ავიამიმოსვლა აღდგება. ორი ქვეყნის დედაქალაქს შორის მანქანით გადაადგილებას ხუთ საათზე მეტი სჭირდება, ფრენას კი სულ რაღაც 25 წუთი.

როგორც ნიუ იორკ თაიმსი წერს, ბელგრადსა და პრიშტინას შორის ფრენების განახლება წინგადადგმული ნაბიჯია იმ მოლაპარაკებების პროცესში, რომელშიც აშშ და ევროკავშირი იყო ჩართული. მოლაპარაკებების პროცესი ბოლო რამდენიმე თვეა გრძელდება და მას გერმანიაში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, რიჩარდ გრენელი ხელმძღვანელობს. გასულ წელს იგი, ასევე, პრეზიდენტმა ტრამპმა სერბეთი-კოსოვოს ურთიერთობების სპეციალურ დესპანათ დანიშნა. მისი თქმით, შეთანხმების მთავარი საფუძველი იყო ეკონომიკური პოტენციალი და არა პოლიტიკური კონფლიქტი.

შეთანხმების თანახმად შესრულდება, როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო ფრენები გერმანული კომპანია ლუფთანზას შვილობილის Eurowings-ის მიერ.