ჯენიფერ ენისტონის თქმით, The Morning Show-ს ახალ სეზონში ყოფილი ქმრისთვის, ბრედ პიტისთვის კარები ღიაა. Apple TV+-ის სერიალში პიტის გამოჩენას ფანების ნაწილი ითხოვდა და როგორც ჩანს, წინააღმდეგი არც ჯენიფერია.

"მას სიამოვნებით მივიღებთ", — თქვა ჯენმა და დასძინა, რომ ამაზე აქამდე არ უფიქრია. როდესაც გაიგო, რომ იდეა ფანებისგან მოდიოდა, ჰოლივუდის მსახიობმა სიცილით აღნიშნა ინტერნეტში მათი გაფაციცებული აქტივობები.

The Morning Show-ს მეორე სეზონზე მუშაობა უკვე დაწყებულია. სერიალის პროდიუსერი ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი რიზ უიზერსპუნია.

რამდენიმე დღის წინ, ყოფილი ცოლ-ქმარი კინომსახიობთა გილდიის 26-ე დაჯილდოებაზე იმყოფებოდა და ტრიუმფალური საღამოს შემდეგ, ერთმანეთს კულისებშიც გადაეყარნენ. თუ რატომ საუბრობს ინტერნეტი ბოლო ორი დღე ბრედისა და ჯენის პოპულარულ ფოტოზე, უფრო მეტს ამ სტატიაში მოგიყვებით.