USAID საქართველოს პრიორიტეტული ეკონომიკური სექტორების განვითარებაში დაეხმარება. შესაბამისი მემორანდუმი USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას, ეკონომიკის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" შორის გაფორმდა.

მინისტრ ნათია თურნავას განმარტებით, მემორანდუმი ითვალისწინებს დარგებს, რომლებიც მოიტანს ახალ ტექნოლოგიებსა და ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.

უწყების განმარტებით, სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო სააგენტოებთან თანამშრომლობის მიზანია რომ მათ სხვადასხვა კავშირების გამოყენებით, ახალი და დიფერენცირებული პროდუქტების განვითარების ხელშეწყობის გზით, ხელი შეუწყონ დასაქმებისა და ინვესტიციების პოტენციალის გაზრდას. ასევე, მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის გაყიდვების და შემოსავლების მატებას.