მშიერი აფრიკული ლომების გადასარჩენად მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან იბრძვიან
სულ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში ახალი კამპანია წამოიწყეს, რომლის მიზანიც სუდანის ერთ-ერთ პარკში მყოფი ხუთი აფრიკული ლომის გადარჩენაა.
ლომები სუდანის დედაქალაქში, ხარტუმში მდებარე ალ ქურეშის პარკში იმყოფებიან, სადაც, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გალიებში გამოკეტილებს კვირების განმავლობაში შესაბამისი საკვები და მედიკამენტები არ მიეწოდებათ.
რამდენიმე დღის წინ პარკს ოსმან სალიჰი სტუმრობდა და ლომების გაუსაძლისი მდგომარეობის ხილვის შემდეგ გადაწყვიტა, რომ ონლაინ კამპანია #SudanAnimalRescue (სუდანში ცხოველების გადარჩენა) წამოეწყო, რათა იქ არსებული ვითარების შესახებ უფრო მეტ ადამიანს გაეგო და ცხოველების დახმარება ეცადა.
"ცხოველებს არა მხოლოდ საკვები, არამედ ფრთხილი და სპეციალური მოვლა სჭირდებათ, რათა ისინი იმ დაავადებებისგან განიკურნონ, რომლებიც, სავარაუდოდ, ცუდი კვებისა და დაბინძურებული ხორცის გამო დაემართათ", — ვკითხულობთ ოსმან სალაჰის პოსტში.
The Guardian-ს პარკის წარმომადგენლებმა და ვეტერინარებმა განუცხადეს, რომ სუდანში არსებული ეკონომიკური კრიზისის გამო ცხოველებისთვის საჭირო რაოდენობის საკვების მიწოდებას ვეღარ ახერხებენ.
"იმის გამო, რომ ხანდახან საკვები საერთოდ არ აქვთ, ჩვენი ფულით ვყიდულობთ მას, რათა მცირედით მაინც გამოვკვებოთ ისინი", — განაცხადა პარკის მენეჯერმა.
პარკის ერთ-ერთი თანამშრომლის განცხადებით, "ლომები სხვადასხვა დაავადებით იტანჯებიან და მალე კვების უკმარისობის გამო დაიხოცებიან".
პარკში არსებული მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნებული პოსტიდან მეორე დღეს ოსმან სალაჰმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ერთი ძუ ლომი გარდაიცვალა.
საკმაოდ მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, საერთაშორისო დაინტერესების შემდეგ პარკში პოზიტიური ცვლილებები დაიწყო: არაერთმა ადამიანმა გამოთქვა ფინანსური დახმარების სურვილი, ხოლო პარკის ადმინისტრაციამ აქტიურად დაიწყო ლომების გადასარჩენად საჭირო ნაბიჯების გადადგმა.
"სხვადასხვა დონორმა პარკს ცხოველების საკვებად ახალი ხორცი შესწირა", — წერს ოსმან სალაჰი.
ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის მიერ ლომები ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ სახეობადაა აღიარებული, რომლის პოპულაციაც მცირდება: დღეს სულ მხოლოდ 20 000 ცოცხალი ლომია დედამიწაზე.
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაპუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს პუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს
-
გადახედვაენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა ენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა
-
-
-
გადახედვანაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა ნაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
კომენტარები