ბავშვობაში ყველას გვიყვარდა ძილის წინ საინტერესო ამბებისა და ზღაპრების მოსმენა. თუმცა, ბევრ ჩვენგანს არ ჰქონია შესაძლებლობა, რომ მეცნიერების შესახებ არც მეტი, არც ნაკლები პირდაპირ კოსმოსიდან მოესმინა გაკვეთილები.

Story Time from Space — ასე ჰქვია გლობალური კოსმოსური განათლების ახალ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ეს ასტრონავტი ბავშვებს კოსმოსიდან უტარებს გაკვეთილებს.

ფოტო: storytimefromspace

პროექტი პატრისია ტრიბეს ეკუთვნის და სწორედ ის ზრუნავს, რომ ბავშვებმა ძილის წინ საინტერესო სამეცნიერო ამბები მოისმინონ.

ყველაფერი მარტივად მუშაობს: წიგნები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე იგზავნება, სადაც ასტრონავტები სხვადასხვა მისიებში იღებენ მონაწილეობას.

შემდეგ კი ასტრონავტები ამ წიგნებს კამერის წინ კითხულობენ და საბოლოოდ, ვიდეოები იუთუბის არხზე იტვირთება.

"რა სარგებელი შეიძლება ჰქონდეთ ბავშვებს გარდა იმისა, რომ ინფორმაციას იღებენ და წიგნებს კითხულობენ? ისინი ყველაფერთან ერთად კოსმოსურ სადგურსაც აკვირდებიან", — ამბობს იდეის ავტორი.