იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, ციხეებში კრიმინალური სუბკულტურის აღორძინება მის მინისტრობას არ უკავშირდება და ამაზე კრიტიკას ვერ მიიღებს. მინისტრის თქმით, იგი დღეს პასუხს აგებს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაზე:

"მე ვერ მივიღებ კრიტიკას იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომლებიც მრავალი წლის წინ მოხდა და ამ დროს ვიხილავთ 2019 წლის მდგომარეობას პენიტენციურ სისტემაში. როდესაც წულუკიანმა გაიერთიანა ციხეების სისტემა, მაშინ აღორძინდა რაღაცა ტიპის სუბკულტურა. ის, რაც შექმნა სტალინმა, ამაზე პასუხისმგებელი ვერ იქნება იუსტიციის მინისტრი".

ნინო ლომჯარიამ დღეს, 21 იანვარს ციხეებში არსებულ ვითარებაზე პარლამენტს სპეციალური ანგარიში წარუდგინა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ციხეებში ჯერ კიდევ არის კრიმინალური სუბკულტურა და ძალადობის ფაქტები. ომბუდსმენის ანგარიში ადგილზე მოისმინა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, რომელმაც ლომჯარიას აპარატს პროფესიონალიზმი დაუწუნა. მან ანგარიშში მოყვანილ ფაქტებს "სიცრუე" უწოდა და თქვა, რომ სახალხო დამცველი პატიმრებს პირადად არ ხვდება.