ადამიანებს სახლში თითქმის ყველანაირი ცხოველი ჰყავთ მოშინაურებული. კატები, ძაღლები, გველები, ობობებიც კი, თუმცა, ოდესმე გინახავთ ვინმესთან მოშინაურებული პუმა?

სინამდვილეში კი ასეთი პრეცედენტი უკვე არსებობს და დღეს მესიზე მოგიყვებით, რომელსაც ეს სახელი ცნობილი არგენტინელი ფეხბურთელის პატივსაცემად დაარქვეს.

ცხოველი 2016-დან დღემდე რუსეთში, თავის ახალ მშობლებთან, ალექსანდრესთან და მარიასთან ერთად ცხოვრობს. თანაც მათ სახლში თავს ისე ბედნიერად გრძნობს, რომ ველური ბუნებისკენ გახედვაც კი აღარ უნდა.

ფოტო: l_am_puma

ფოტო: l_am_puma

ფოტო: l_am_puma

ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, რომ ცხოველი წყვილმა პირველად ქალაქ პენზას ერთ-ერთ ზოოპარკში ნახეს, როდესაც ის ჯერ კიდევ რვა თვის იყო და გადაწყვიტეს, რომ მასზე ეზრუნათ.

ზოოპარკში მესის საკმაოდ ცუდ პირობებში, პატარა ზომის გალიაში უწევდა ცხოვრება და ჯანმრთელობის პრობლემებიც ჰქონდა. მაშინ ის სულ რაღაც, 8 თვის იყო.

ფოტო: l_am_puma

ფოტო: l_am_puma

ფოტო: l_am_puma

დილაობით მესი მოფერების ხასიათზეა ხოლმე:

მოშინაურებულ პუმას საკუთარი ინსტაგრამიც აქვს, სადაც უკვე მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.