თეა წულუკიანი, ომბუდსმენის ანგარიშს ციხეებში კრიმინალზე, ნინო ლომჯარიას კრიტიკით პასუხობს
იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ომბუდსმენის ანგარიშის პასუხად ნინო ლომჯარიას აკრიტიკებს, რომ ის პატიმრებს პირადად არ ხვდება. დღეს, 21 იანვარს სახალხო დამცველმა პარლამენტში სპეციალური ანგარიში წარმოადგინა, სადაც ის ციხეებში სუბკულტურის არსებობაზე მიუთითებს. ნინო ლომჯარიას შემდეგ საპასუხოდ გამოსულმა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ომბუდსმენის ანგარიშები "ციხეებიდან თანამშრომლების მოტანილ ამბებზეა" აგებული.
"ეს არის სახალხო დამცველი, რომელიც პატიმრებთან არ დადის. 2018 წელს ქალბატონი ნინო თავად ბრძანდებოდა საპატიმროში სულ ოთხჯერ: მან სამკურნალო დაწესებულებაში ინახულა ერთი პატიმარი, შემდეგ მოინახულა მეშვიდე დაწესებულება, როცა ის იყო ცარიელი, გახსნამდე, აგვისტოში ის ეწვია მეცხრე დაწესებულებას ბატონ გიორგი მამალაძეს, ოქტომბერში გლდანის დაწესებულებაში მოინახულა მირზა სუბელიანი. 2019 წელს ქალბატონი ნინოს ჩვენთან მობრძანებისა და პატიმრების მონახულების რიცხვი არის ნული. 2020 წელს, გამომდინარე პოლიტიკური აჟიოტაჟიდან, რომელიც მიმდინარეობდა ქალბატონი პრეზიდენტის გადაწყვეტილების შემდეგ, ქალბატონმა ნინომ მოინახულა გიორგი მამალაძე... მე ვფიქრობ, როცა პატიმარი ითხოვს დაჟინებით პირადად ომბუდსმენთან შეხვედრას, ომბუდსმენი ციხეში უნდა დადიოდეს, ან რომც არ ითხოვდეს პატიმარი, მას უნდა ჰქონდეს პროფესიული მოთხოვნილება, იაროს ციხეში.", — თქვა თეა წულუკიანმა სხდომაზე.
მან, ასევე აღნიშნა ისიც, რომ ომბუდსმენის მოადგილე "სუპერაქტიურია" და სახალხო დამცველის აპარატის ბევრი თანამშრომელი ხშირად დადის პატიმრების საჭიროების შესასწავლად ციხეში.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები