კომპანია გალფის საქველმოქმედო კამპანიის — "ბავშვებისთვის" ფარგლებში საქაშეთის ჩასახლების უკლებლივ ყველა, 85 ოჯახს დაეხმარა და მათთვის საჭირო ყველანაირი საოჯახო-საყოფაცხოვრებო პროდუქტი გადასცა, განსაკუთრებით დასაჩუქრდნენ ისეთი ოჯახები, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ. კომპანიის მენეჯმენტმა საჩუქრები ოჯახებს სამხარეო რწმუნებულთან, გიგი ხოჯევანიშვილთან ერთად გადასცა.

გარდა ამისა პროექტის ფარგლებში შიდა ქართლში ჯამში კიდევ 16 ოჯახს გადაეცემა საკვები პროდუქტები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და მედიკამენტები. კომპანია გალფი ჯამში საქართველოს მასშტაბით 150 უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს გაახარებს საჩუქრებით.

კამპანიისთვის თანხის დიდი ნაწილის მობილიზება კომპანია გალფმა საცალო ქსელში შესაბამისი აქციით შეძლო, სადაც თითოეული ლიტრიდან 3 თეთრი აღნიშნული პროექტის ფონდში ირიცხებოდა. აქცია 25 დეკემბერს დაიწყო და 31 დეკემბერს დასრულდა. ჯამში 85 300 ლარის მობილიზება მოხერხდა.