Terminal-ის ახალი ფილიალი საბურთალოზე პირველ თებერვალს გაიხსნება
საერთო სამუშაო სივრცე (Coworking space) Terminal საბურთალოს ფილიალში ახალ წევრებს პირველი თებერვლიდან ელოდება. Terminal საბურთალოზე უნივერსიტეტის ქუჩაზე #24 -ში განთავსდება, სადაც საერთო სამუშაო სივრცეში 200-მდე ფიქსირებული ადგილი, 13 ინდივიდუალური ოფისი, საკონფერეციო და შეხვედრების ოთახები გაერთიანდება.
კონცეფცია და ფასები ახალ ფილიალშიც იგივე რჩება, საკონფერენციო ოთახებით, კაფეთი და მოსასვენებელი ზონებით სარგებლობა წევრებს ახალ სივრცეშიც შეეძლებათ.
როგორც Terminal-ში ამბობენ, გაყიდვები უკვე დაიწყო, განსაკუთრებული მოთხოვნა ოფისებზეა, რომელიც 2-დან 12 ადამიანამდე არის გათვლილი.
ფოტო: ტერმინალი
ფოტო: ტერმინალი
"Terminal-ის კომუნა ფართოვდება და საბურთალოს ფილიალიდან ახალი საინტერესო წევრები უკვე გვიერთდებიან, რაც უფრო მიმზიდველს ხდის ჩვენს სივრცეს", — აცხადებს Terminal-ის მარკეტინგის მენეჯერი თამარ ჯინჭარაძე.
მისი თქმით, საბურთალოს ფილიალი ეკოლოგიურად სუფთა ადგილზე, უნივერსიტეტის "მაღლივ" კორპუსთან მდებარეობს და ქალაქის ურბანულ ხმაურს მოწყვეტილია.
ფოტო: ტერმინალი
"ეს სივრცე განსაკუთრებით კომფორტულია სტარტაპერებისთვის, მცირე კომპანიებისთვის და ფრილანსერებისთვის. ისინი ქირაობენ სამუშაო ადგილს საერთო სივრცეში ან ოფისს და ყველა კომუნალური რუტინისგან გათავისუფლებულები არიან. გარდა ამისა, Terminal-ის წევრებს საშუალება აქვთ ისარგებლონ შეხვედრების ოთახებით, გამოიყენონ იურიდიული მისამართი, ემსახურებათ 24 საათიანი მიმღები, დალაგების სერვისი, აქვთ წვდომა ნებისმიერ ფილიალთან და რაც მთავარია, გარკვეული პირობებით კორპორატიული დაზღვევის შესაძლებლობა", — აცხადებს თამარ ჯინჭარაძე.
მისი თქმით, თებერვლიდან Terminal-ის საბურთალოს ფილიალის კარი ნებისმიერი ადამიანისთვის ღიაა, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაათვალიერონ, ერთი დღე უფასოდ დატესტონ და გადაწყვეტილება შემდეგ მიიღონ.
რეგიონში ყველაზე დიდი საერთო სამუშაო სივრცე Terminal აბაშიძისა და ხორავას ქუჩებზე სამი წელია ფუნქციონირებს და უკვე 3 ათასს წევრს აერთიანებს.
თებერვლის ბოლო კი კიდევ ერთი ფილიალის გახსნა იგეგმება, ამჯერად მარჯანიშვილზე, ვარდების ბაღში.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები