პოლიცია ცდილობს ჩვენს პროვოცირებას — ტრანსგენდერი ქალი გაბრიელა
ტრანსგენდერი ქალი გაბრიელა ჰყვება, რომ ტრანს ადამიანები ქუჩაში თავს ვეღარ იცავენ, პოლიცია კი მათ პროვოცირებას ახდენს. ამაზე გაბრიელამ დღეს, 20 იანვარს თანასწორობის მოძრაობის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მან 18 იანვარს ცირკთან მომხდარი ინციდენტი გაიხსენა, რა დროსაც ორი ტრანსგენდერი ქალი და აქტივისტი ნატა ფერაძე დააკავეს.
"პოლიცია ყველანაირად ცდილობს მიგვიყვანოს იმ დონემდე, რომ ცოტა ხმამაღალ ტონზე ვისაუბროთ და თუნდაც შეურაცხყოფა მივაყენოთ. იმის მაგივრად, რომ დაგეხმაროს, პირიქით, აქეთ ცდილობენ პროვოცირება გაგიკეთონ და მერე დაგაკავონ დაუმორჩილებლობაზე. დიდი უსამართლობა ხდება უკვე და ვეღარ ვიცავთ ჩვენს თავს. ვერც დავიცავთ, ჩვენ ძალას არ ვიყენებთ პიროვნებების მიმართ", — აცხადებს ტრანსგენდერი ქალი გაბრიელა.
იგი იხსენებს, რომ 18 იანვარს მოძრაობა სირცხვილიამ მათ გასათბობად შეშა გაუგზავნა. მაშინ როდესაც ნატა ფერაძემ შეშა ადგილზე მიიტანა მანქანით, იქვე არასრულწლოვნები მივიდნენ და დაუწყეს ტრანსგენდერებს შეშის სროლა. გაბრიელას თქმით, მაშინვე გამოიძახეს საპარულო ეკიპაჟი, თუმცა მისი ინფორმაციით, პოლიციამ არასრულწლოვნები განარიდა.
"ხშირას ხდება ასე. ჩვენ არ გვაღიარებს სახელმწიფო, უარყოფს ჩვენს არსებობას... რა მნიშვნელობა აქვს სქესს, ორიენტაციას. კანონი ყველასთვის ერთია და იმის გამო, რომ ჩვენ ვართ ტრანსგენდერები, პოლიციამ გააკეთოს შესაბამისი რეაგირება", — ამბობს გაბრიელა.
ორი დღის წინ სამოქალაქო აქტივისტი, ნატა ფერაძე პოლიციამ დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავა, მოგვიანებით კი ხელწერილით გაუშვა. დაკავების დროს ნატა ფერაძე ფეისბუქის პირდაპირ ეთერში იყო. ერთ-ერთ ვიდეოში ისმის, რომ ნატა ფერაძე ტრანსგენდერ ქალს გამოესარჩლა და ადგილზე მყოფ პატრულს ჰკითხა, თუ რა მუხლით დააკავეს ერთ-ერთი ტრანსგენდერი. მას შემდეგ, რაც სამოქალაქო ფორმიანმა კაცმა მას "დაწყნარებისკენ" მოუწოდა, ნატა ფერაძემ უპასუხა: "კიდევ ერთხელ მეტყვი მაგას და შემოგილაწუნებ". ამის შემდეგ ეკიპაჟმა იგი პატრულის მანქანით წაიყვანა.
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
კომენტარები