ტარანტინოს სურს, რომ მის ფილმში ნაჩვენები გამოგონილი სერიალი რეალურად გადაიღოს
სულ ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში ლეგენდარულმა ამერიკელმა რეჟისორმა გაამხილა, რომ სატელევიზიო შოუს გადაღებაზე ფიქრობს. ოღონდ, როგორც ტრადიციულად ტარანტინოსთვისაა დამახასიათებელი, ყველაფერი იმაზე ჩახლართულადაა, ვიდრე წარმოგვიდგენია.
თუ უკვე ნახეთ ოქროს გლობუსის ტრიუმფატორი და ოსკარის 10 ნომინაციის მქონე ფილმი Once Upon A Time In Hollywood, მაშინ აუცილებლად გემახსოვრებათ ფილმის მთავარი გმირი, რიკ დალტონი, რომლის როლსაც ლეონარდო დიკაპრიო ასრულებს.
ფილმში ნაჩვენები 70-იან წლებში განვითარებული ისტორიის მიხედვით, გამოგონილი მსახიობი, რიკ დალტონი ასევე გამოგონილ სატელევიზიო შოუ Bounty Law-ში ყაჩაღის, ჯეიკ კეიჰილის როლს ასრულებს. Once Upon A Time In Hollywood-ში ამ შოუდან ნაწყვეტებს და გადასაღებ მოედანს ვეცნობით.
როგორც ტარანტინომ ცოტა ხნის წინ განაცხადა, მას სურს, რომ მისი ფილმის სცენარისთვის გამოყენებული ეს სერიალი რეალურად გადაიღოს:
"მინდა, რომ ეს გავაკეთო, მაგრამ ამას წელიწადზე მეტი დრო დასჭირდება. მართალია, ამ შოუს შესახებ Once Upon A Time In Hollywood-დან გავიგეთ, მაგრამ არ მინდა, რომ სერიალი ვინმემ ფილმის ნაწილად მიიჩნიოს. ის არ იქნება კვლავ რიკ დალტონის შესახებ, რომელიც ჯეიკ კეიჰილის როლს ასრულებს, ის მთლიანად ჯეიკ კეიჰილზე მოგვითხრობს".
რეჟისორის თქმით, მისთვის ერთგვარი გამოწვევაა, როგორ მოახერხებს სერიალის გადაღებას:
"მაინტერესებს, შემიძლია თუ არა ამის გაკეთება. უკვე დავწერე ხუთი ნახევარსაათიანი ეპიზოდის სცენარი და ხუთივეს გადაღებას ვაპირებ".
ერთ-ერთმა ყველაზე ლეგენდარულმა რეჟისორმა, კვენტინ ტარანტინომ ჯერ კიდევ წლების წინ განაცხადა, რომ კინოსთან დამშვიდობებას აპირებს: როცა მის შემოქმედებაში 10 სრულმეტრაჟიანი ფილმი დაგროვდება, მას სურს, რომ თავისი შესაძლებლობები სხვაგანაც გამოსცადოს.
თუ გასულ წელს გამოსულ ფილმ Once Upon A Time In Hollywood-საც ჩავთვლით, მას უკვე 9 კინოსურათი აქვს გადაღებული (Kill Bill-ის პირველ და მეორე ნაწილებს თავად რეჟისორი ერთ სრულ ფილმად მოიაზრებს) და შესაბამისად, მას დამშვიდობებამდე ერთი ფილმის გადაღებაღა დარჩა.
ამ ალბათობის მიუხედავად, სულაც არ არის გამორიცხული, რომ ტარანტინომ თავისი რეჟისორული ოსტატობის გამოყენება სხვა ფორმით სცადოს, თუნდაც სერიალებში — დღეს ხომ სწორედ ამ ინდუსტრიის ბუმია.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირით ადრე ტარანტინომ საკულტო ფილმის, Kill Bill-ის მესამე ნაწილის გადაღების ალბათობაზეც ისაუბრა, შესაბამისად, შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ რეჟისორი წინ კიდევ უამრავ სიურპრიზს გვიმზადებს.
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
-
გადახედვაOldboy-ის მიხედვით ინგლისურენოვან სერიალს გადაიღებენ Oldboy-ის მიხედვით ინგლისურენოვან სერიალს გადაიღებენ
-
გადახედვა"გერმანიის ელჩმა კანცლერის ციტირება სწორად მოახდინა, ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება აგენტების კანონს — როთი "გერმანიის ელჩმა კანცლერის ციტირება სწორად მოახდინა, ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება აგენტების კანონს — როთი
-
გადახედვაპროკურატურის თანამშრომლის სახელის გამოყენებით, თანხის გამოძალვის ფაქტზე, ორ პირს პატიმრობა მიესაჯა პროკურატურის თანამშრომლის სახელის გამოყენებით, თანხის გამოძალვის ფაქტზე, ორ პირს პატიმრობა მიესაჯა
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
-
გადახედვადეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
კომენტარები