უნგრეთში მიმდინარე წყალბურთის ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში საქართველო რუსეთს დაუპირისპირდა და ერთი ქულის სხვაობით, 13-14 დამარცხდა.

გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ისტორიულ შედეგს დააფიქსირებდა და პირველად მოხვდებოდა ევროპის რვა საუკეთესო გუნდს შორის.

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე, რუსეთთან მატჩამდე სამი თამაში ჩაატარა. პირველ შეხვედრაში საფრანგეთი დაამარცხეს, ხოლო ბოლო ორ შეხვედრაში იტალიასთან და საბერძნეთთან დამარცხდნენ.