მოძრაობა გაბედეს წევრები სასტუმრო რედისონთან, სადაც ადამიანის უფლებათა კომიტეტის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენა მიმდინარეობს, აქციას მართავენ. რედისონში მიმდინარე ღონისძიებას ესწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი მოთხოვნაა, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსენების წინააღმდეგ სანქციები დაწესდეს და ამ მოთხოვნის დიპლომატებისთვის გადაცემა სურთ.

"ეს კომიტეტი არაფერს არ აკეთებდა მაშინ, როდესაც ბავშვებს თვალებს თხრიდნენ, მაშინ, როდესაც აქციებს შლიდნენ. შესაბამისად, მათ არაფრის წარდგენის უფლება არ გააჩნიათ. აუცილებლად უნდა დაუწესდეთ სანქციები", — აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

თავდაპირველად აქტივისტები სატუმროს შიგნით იმყოფებოდნენ და კომიტეტის ანგარიშის წარდგენას შეძახილებით აპროტესტებდნენ. თუმცა, დაცვამ მათ შენობა დაატოვებინა.