თუ ნეტფლიქსის ერთგულ მომხმარებლებს აქამდე შესაძლებლობა ჰქონდათ ასეულობით ფილმი და სერიალი ეპოვათ მის მოხერხებულ და კონფორტულ პლატფორმაზე, მალე ეს არჩევანი კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება.

სულ ცოტა ხნის წინ კომპანიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2020 წელს ნეტფლიქსზე Studio Ghibli-ს 21 ანიმაცია დაემატება.

1985 წელს დაარსებულმა Studio Ghibli-მ დღემდე 22 ანიმაციური ფილმი გადაიღო, რომელთა უმეტესობაც მილიონობით მაყურებლის საკულტო ანიმაციაა. მათ შორისაა მიაძაკის მიერ შექმნილი Spirited Away, რომელმაც ოსკარიც კი დაიმსახურა.

ისტორიაში პირველად სწორედ ეს საკულტო იაპონური ანიმეები მაღალი ხარისხითა და სხვადასხვა ენაზე სუბტიტრებით ერთ სივრცეში იქნება თავმოყრილი.

აღსანიშნავია, რომ ნეტფლიქსის პლატფორმაზე ამ ანიმაციების ხილვა ყველგან შეეძლებათ, გარდა იაპონიისა და ჩრდილოეთ ამერიკისა: ამ ორ ქვეყანაში მათი ჩვენების უფლებას სხვა კომპანიები ფლობენ.

ახლა კი იხილეთ Studio Ghibli-ს ანიმაციების ნეტფლქსზე განთავსების განრიგი და დაგეგმეთ, მომავალი წელს როგორ ჯადოსნურად გაატარებთ მათთან ერთად:

1-ლი თებერვლიდან დაემატება:

  • Castle in the Sky (1986)
  • My Neighbor Totoro (1988)
  • Kiki’s Delivery Service (1989)
  • Only Yesterday (1991)
  • Porco Rosso (1992)
  • Ocean Waves (1993)
  • Tales From Earthsea (2006)

1-ლი მარტიდან დაემატება:

  • Nausicaä Of The Valley Of The Wind (1984)
  • Princess Mononoke (1997)
  • My Neighbors The Yamadas (1999)
  • Spirited Away (2001)
  • The Cat Returns (2002)
  • Arrietty (2010)
  • The Tale Of The Princess Kaguya (2013)

1-ლი აპრილიდან დაემატება:

  • Pom Poko (1994)
  • Whisper Of The Heart (1995)
  • Howl’s Moving Castle (2004)
  • Ponyo On The Cliff By The Sea (2008)
  • From Up On Poppy Hill (2011)
  • The Wind Rises (2013)
  • When Marnie Was There (2014)