შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი დააკავეს. უწყების განცხადებით, მათი პირადი ჩხრეკისას 110 აბი მეტადონის, ჰეროინისა და მეტამფიტამინის შემცველი ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილების "ა" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.