ირანში ავიაკატასტროფის დროს დაღუპულთა ცხედრები დღეს, 19 იანვარს უკრაინაში გადაასვენეს. კიევის ბორისპოლის აეროპორტში მათ დახვედრის ცერემონია მოუწყვეს, რომელშიც დაღუპულთა ოჯახის წევრები, მეგობრები, თანამშრომლები და ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ადგილზე მისულები იყვნენ უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თანამშრომლები, რომელთაც ცხედრების გადატანის დროს მუხლი მოიდრიკეს. პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის სხვა წევრებმა პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.

დღის განმავლობაში აეროპორტში მისვლისა და დაღუპულების ხსოვნის პატივისცემა სხვა მოქალაქეებსაც შეეძლოთ.

ფოტო: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ფოტო: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ფოტო: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ფოტო: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ფოტო: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ფოტო: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ფოტო: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ფოტო: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ფოტო: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ფოტო: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია

8 იანვარს ირანში უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოვარდა და ბორტზე მყოფი ყველა პირი, 168 მგზავრი და 9 ეკიპაჟის წევრი, გარდაიცვალა. დაღუპულთა შორის 7 ქვეყნის მოქალაქეები იყვნე, მათ შორის უკრაინელები, ირანელები, კანადელები და ბრიტანელები.

ირანმა ოთხდღიანი დაგვიანებით აღიარა, რომ თვითმფრინავი მათ "ადამიანური შეცდომით" ჩამოაგდეს, რაც "ამერიკის ავანტიურიზმმა" გამოიწვია. ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განმარტებით, უკრაინული თვითმფრინავი "მგრძნობიარე" და "კრიტიკულ" ვითარებაში გაფრინდა, მაშინ, როცა ყასემ სოლეიმანის მკვლელობისთვის შურისსაძიებლად ამერიკულ სამხედრო ბაზებს ბომბავდნენ.

ირანის ამ აღიარებამდე საერთაშორისო მედია წერდა, რომ ირანმა უკრაინული თვითმფრინავი შეცდომით ჩამოაგდო. მალევე გავრცელდა ვიდეომასალაც, სადაც შემთხვევა იყო ასახული.

უკრაინულის საერთაშორისო ავიახაზების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თვითმფრინავი აფრენიდან თითქმის 2 წუთში რადარებიდან გაქრა. მათივე თქმით, მომხდარის გამო გაურკვეველი დროით ირანში ფრენებს შეწყვეტენ.

კომპანიის ტექნიკური დირექტორის განცხადებით, ბოინგი 2016 წელს გამოშვებულია და ბოლო ტექნიკური შემოწმება 6 იანვარს გაიარა. მისი თქმით, შემოწმებისას პერსონალს არანაირი ტექნიკური ხარვეზი არ აღმოუჩენია და არც ეკიპაჟს უცნობებია რაიმე სახის პრობლემაზე. მისივე თქმით, ეს ბოინგი ერთ-ერთი საუკეთესო იყო მათ შორის, რაც კომპანიას გააჩნდა.

ირანი უარს ამბობს შავი ყუთი უკრაინას გადასცეს, თუმცა დათანხმდა იმას, რომ გამოძიებაში უკრაინელი ექსპერტებიც ჩაერთონ.