ანრი ოხანაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ მუქარაში ბრალდებულ ვახტანგ რობაქიძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 7 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. რობაქიძე საპატიმროს გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს.

ვახტანგ რობაქიძესა და ანრი ოხანაშვილს შორის ინციდენტი 14 იანვარს ბაკურიანში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რობაქიძემ ქართული ოცნების დეპუტატს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა.

რობაქიძე ამავე დღეს პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის ბრალდებით. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის მას სამდღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.