უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ პრემიერმა გიორგი გახარიამ თანამდებობა არ უნდა დატოვოს და პირიქით "გაზს უნდა დაადგას ფეხი".

"მე ვისურვებდი გიორგის დარჩენას პრემიერად და ვუსურვებდი, რომ ცოტა კიდე გაზს დაადგას ფეხი იმიტომ, რომ გაცილებით გაბედული და მკვეთრი ნაბიჭებია ახლა საჭირო პრემიერის და მისი კაბინეტისგან", — განაცხადა მან ტელეკომპანია პირველის ეთერში ისაუბრა.

მისი მტკიცებით, გავრცელებული ხმები იმაზე, რომ გახარია "წამსვლელი კაცია" და კალაძე და ივანიშვილი დაპირისპირებული არიან, ჭორებია. მისივე თქმით, "მსგავსი ჭორები" და ცილისწამება წინასაარჩევნოდ უფრო მეტი იქნება.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტს მალე დატოვებს. გახარიამ ამ ინფორმაციის პასუხად, ჟურნალსიტებს განუცხადა, რომ ფინალურ სერიას დაელოდონ.

გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად 8 სექტემბერს დაინიშნა. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას საზოგადოების ნაწილი სამ თვეზე მეტ ხანს ითხოვდა, მმართველმა პარტიამ იგი დააწინაურა და პრემიერ-მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძის შემცვლელად აირჩია.