შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში პირი იმ დროს დააკავეს, როდესაც ფულისა და ლეპტოპის მოპარვას ცდილობდა. მათი თქმით, ბრალდებულმა მაღაზიაში უკანონოდ შეაღწია.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.