ნატოს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრის ფარგლებში განაცხადა, რომ საბჭომ შავი ზღვის რეგიონში ნატოს წარმომადგენლების გაძლიერების საკითხი განიხილა:

"მოხარული ვარ დავადასტურო, რომ რამდენიმე ქვეყანამ გამოხატა სურვილი, დაეხმაროს ჩვენს წარმომადგენლობას შავი ზღვის რეგიონში. ეს ეხება როგორც საზღვაო, ისე სახმელეთო და საჰაერო ძალებს. ამ ქვეყნებს შორისაა კანადა, გერმანია, ნიდერლანდები, პოლონეთი, თურქეთი და აშშ. ამასთან განვიხილეთ ნატოს საზღვრებთან ბოლოდროინდელი სამხედრო მოქმედებები, მათ შორის KAVKAZ 2016-იც (რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო სწავლება). ვისაუბრეთ რუსეთის მიერ ტაქტიკური რაკეტების განლაგებაზე კალინგრადში. შეშფოთებას გამოვთქვამთ რუსეთის ქმედებების გამო. თუმცა, დიალოგი მნიშვნელოვანია, როდესაც დაძაბულობა მაღალია. ალიანსი მზადაა, გამართოს ნატო-რუსეთის ელჩების შეხვედრა".