ჩვენი შეტყუება უნდათ — გოცირიძის პასუხი უმრავლესობას უპასუხისმგებლობაზე
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე ამბობს, რომ პარლამენტში ნიკა მელიას ადგილმონაცვლის არჩევა პროცედურული ვალდებულებაა. როგორც On.ge-ს გოცირიძემ განუცხადა, ნაციონალურ მოძრაობას უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებენ, რადგან ოპოზიციის პარლმანეტში "შეტყუება" სურთ.
"ოპოზიცია არის ბოიკოტის მდგომარეობაში. ბოიკოტი არის დეპუტატების და ფრაქციების კანონიერი უფლება. პარლამენტს აქვს ვალდებულება აუცილებლად დაამტკიცოს ის დეპუტატი, რომელიც აირჩია ხალხმა. ეს არის პროცედურული ვალდებულება. ამ შემთხვევაში უნდა შეასრულონ ეს ფორმალური მხარე. როდესაც ისინი ამას აბამენ ოპოზიციის ბოიკოტზე, ამით მათ უნდათ, რომ ოპოზიცია გამოიყვანონ ბოიკოტის მდგომარეობიდან ", — განაცხადა გოცირიძემ.
რომან გოცირიძე ასევე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრების განცხადებებს, რომ ნაციონალურ მოძრაობას ნიკა მელიას ადგილმონაცვლედ ბადრი ბასიშვილის არჩევის "რცხვენია". მისი თქმით, ეს "სისულელეა"
"ნაციონალურმა მოძრაობამ წარდგინა ბადრი ბასიშვილი და რომ არ სდომოდა, მაშინ ჩაანაცვლებდა სიაში მომდევნოდ მყოფი ადამიანით", — განაცხადა გოცირიძემ.
დღეს, 17 იანვარს რიგგარეშე სხდომაზე პარტიული სიით მელიას ადგილმონაცვლის, ბადრი ბასიშვილის კანდიდატურა უნდა დაემტკიცებინათ, თუმცა ოპოზიცია ისევ ბოიკოტის რეჟიმში რჩება და პლენარულ სხდომებს არ ესწრება. ოცნების დეპუტატების ნაწილი აცხადებს, რომ თუ ენმ-ს საკუთარი თანაგუნდელისთვის მანდატის მინიჭება არ სურს, არც ისინი უნდა იყვნენ ვალდებულები კანდიდატს კენჭი უყარონ.
უმრავლესობის ლიდერები კრიტიკულად განწყობილ თანაგუნდელებს უხსნიან, რომ ისინი, როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები, ვალდებული არიან მოვალეობა შეასრულონ და ენმ-ს არ დაემსგავსონ. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე კი განმარტავს, რომ რეგლამენტის მიხედვით ვალდებულები არიან პირველ საკითხად დეპუტატის მანდატი განიხილონ და მანამდე სხვა საკითხებზე ვერ იმსჯელებენ.
ნაციონალური მოძრაობა და ზოგადად საპარლამენტო ოპოზიცია უკვე რამდენიმე თვეა რაც ბოიკოტის რეჟიმშია და პარლამენტის სხდომებს არ ესწრება მას შემდეგ, რაც პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩავარდა.
-
-
გადახედვაყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
-
-
გადახედვააპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი აპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი
-
გადახედვამეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს მეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს
-
-
გადახედვაზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს
-
-
-
გადახედვაNASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო NASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო
-
-
-
გადახედვაკობახიძე: თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება, შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე კობახიძე: თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება, შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე
-
-
გადახედვასაოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე
-
გადახედვა25 აპრილს საქართველოში, შესაძლოა, 38 გრადუსი დაფიქსირდეს 25 აპრილს საქართველოში, შესაძლოა, 38 გრადუსი დაფიქსირდეს
კომენტარები