ჯ.რ.რ. ტოლკინის შვილი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა
მსოფლიო ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული მწერლის, ჯ.რ.რ. ტოლკინის შვილი, კრისტოფერ ტოლკინი 15 იანვარს გარდაიცვალა.
კრისტოფერი ფენტეზის ჟანრის საკულტო მწერლის მესამე და ყველაზე პატარა ვაჟი იყო, რომელსაც მამა ბავშვობაში ბილბო ბეგინსის შესახებ მოუთხრობდა ზღაპრებს, რომლებიც შემდგომ ცნობილ წიგნად, ჰობიტად გადაიქცა.
95 წლის ასაკში კრისტოფერ ტოლკინის გარდაცვალება ტოლკინის შემოქმედების შემსწავლელმა აკადემიურმა საზოგადოებამ დაადასტურა. მათ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ ჯ.რ.რ ტოლკინის შემოქმედება "ისეთი, როგორსაც დღეს ვიცნობთ, კრისტოფერის გარეშე არ იქნებოდა".
მას მართლაც დიდი ღვაწლი მიუძღვის მამის შემოქმედების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობაში: 1973 წელს ტოლკინის გარდაცვალების შემდეგ, სწორედ მისმა ვაჟმა შეკრიბა მისი გამოუქვეყნებელი ნამუშევრები, დაარედაქტირა და გამოაქვეყნა. მათ შორისაა ცნობილი წიგნი სილმარილიონი, რომელიც გამოგონილი სამყაროს, შუახმელეთის შესახებ უხვ ინფორმაციას გვაცნობს.
კრისტოფერ ტოლკინის დამსახურებაა ასევე, რომ ბეჭდების მბრძანებლის ტრილოგიის ცნობილი რუკა ამ სახით გვაქვს: ისიც სწორედ მან დახატა.
"მან ტოლკინის შემოქმედებით პროცესში კიდევ უფრო ღრმად ჩაგვახედა და მეცნიერული კომენტარებით კიდევ უფრო გაამდიდრა ჩვენი ცოდნა შუახმელეთის შესახებ", — წერია ტოლკინის შემოქმედების შემსწავლელი აკადემიური საზოგადოების განცხადებაში.
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
კომენტარები