ირმისთვის რქები მნიშვნელოვანი ატრიბუტია და მას მრავალი გამოყენება აქვს. ევოლუციური ბიოლოგები ფიქრობენ, რომ რქები პირველ რიგში თავდაცვისთვის გამოიყენება. ოღონდ, როგორც ჩანს, ირმები ნაკლებად იცავენ თავს მტაცებლებისგან.

ცხოველთა სამყაროში გამრავლება ხშირად ერთგვარი კონკურსია, სადაც მამრები შთამომავლობის დატოვების პრივილეგიისთვის ერთმანეთს ებრძვიან. ირმების შემთხვევაში ეს მეტწილად თავებით შერკინებით გამოიხატება, სადაც ერთი მამრი დომინანტობის გამოვლენას და მეტოქის დამარცხებას ვეება რქებით ცდილობს.

ბევრს შეიძლება გაუკვირდეს, მაგრამ ირმის რქა მისი ძვლის სისტემის გაგრძელებაა. რქა სავსეა სისხლძარღვებით და დროთა განმავლობაში ის ზომაში იზრდება. თუმცა დგება მომენტი, როდესაც ირემმა რქა უნდა "მოიცვალოს", როგორც ადამიანები კბილებს იცვლიან. რქების მოცვლა ყოველწლიურად, შეჯვარების სეზონის დასრულების შემდეგ ხდება, თუმცა ეს პროცესი აქამდე ვიდეოზე არ დაფიქსირებულა.

ვერმონტის ტყე-პარკში კი ფოტოხაფანგმა ირემი სწორედ ამ მომენტში გამოიჭირა. თუ გავითვალისწინებთ რქების ზომას და მის მჭიდრო კავშირს ირემის სხეულთან, რთული დასაჯერებელია, თუ რა სწრაფად წყდება რქები ირმის თავს.

რქის მოცვლის ვიდეო მხოლოდ 15 წამი გრძელდება და მყისიერად ხდება. როგორც ჩანს, ეს მოვლენა ირმისთვისაც საკვირველი იყო.