ავსტრალიაში ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურმა და გამანადგურებელმა ხანძარმა ათობით ადამიანისა და ნახევარ მილიონზე მეტი ცხოველის სიცოცხლე იმსხვერპლა.

განადგურდა ტყეებიც და დაზარალდა ბუნებრივი კატასტროფის ეპიცენტრში მყოფი დასახლებებიც.

ხანძრის ჩაქრობას რთული ბუნებრივი პირობებიც უშლიდა ხელს — უნალექო ამინდი და ქარი სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებდა.

და აი, დადგა მომენტი, რომელსაც მთელი მსოფლიო ასე ელოდა. საბედნიეროდ, 3-თვიანი გვალვისა შემდეგ, როგორც იქნა, ავსტრალიაში გაწვიმდა. უეცრად მოსულმა ნალექმა კი რთულად მისასვლელ ადგილებში ხანძრის 30 კერა ჩააქრო.

ადგილობრივი მეტეოროლოგიური ბიურო იუწყება, რომ მიუხედავად იმისა, რომ წვიმამ შეიძლება მთლიანად ვერ ჩააქროს ხანძარი, მოსალოდნელია მისი დიდი ნაწილის ლიკვიდირება.

ფოტო: RebeccaH2020

ძლიერი ჭექა-ქუხილის ხმა პირველად ოთხშაბათს გაისმა, წვიმდა ხუთშაბათსაც. მეტიც, ჭარბმა ნალექმა ქალაქ მელბურნში წყალდიდობაც კი გამოიწვია.