Reuters-ის ცნობით, ევროპარლამენტმა ორი იეზიდი ქალი, რომლებმაც ერაყში, ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს ტყვეობას თავი დააღწიეს, სახაროვის პრიზით დააჯილდოვა.

ნადია მურად ბაზეე და ლამია აჯი ბაშარი, 2014 წელს, იმ ათასობით ქალს შორის იყვნენ, რომლებსაც ტერორისტები სექსუალურ მონებად იყენებდნენ.

საბჭოთა მეცნიერისა და დისიდენტის ანდრეი სახაროვის ხსოვნისადმი მიძღვნილი აზროვნებისა და გამოხატვის თავისუფლების პრიზით დაჯილდოვება ყოველწლიურად იმართება.

ევროპარლამენტის ალდე-ს კომიტეტის თავმჯდომარე გაი ვერჰოვშტადი გამარჯვებულებს აღწერს, როგორც შთამაგონებელ ქალებს, რომლებმაც აჩვენეს წარმოუდგენელი სიმამამცე და ჰუმანურობა, სასოწარმკვეთი სისასტიკის წინაშე.

მათ გარდა ფინალისტები იყვნენ ყირიმელი თათრები და თურქეთის გაზეთის ყოფილი რედაქტორი.