GDI მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს დისკრიმინაციული პოლიტიკა მუსლიმი თემის მიმართ
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა(GDI) სოფელ მოხეში განვითარებული მოვლენების ფონზე, მოუწოდებს სახელმწიფოს, შეწყვიტოს დისკრიმინაციული და რეპრესიული პოლიტიკა საქართველოს მუსლიმი თემის მიმართ და მისცეს მას რელიგიური რიტუალების ღირსეულ და ადეკვატურ პირობებში შესრულების შესაძლებლობა.
ამის თაოაზე, GDI განცხადებას ავრცელებს.
ორგანიზაცია განცხადებაში წერს, რომ სახელმწიფოს ამჟამინდელმა პოლიტიკამ, შესაძლოა, დაპირისპირებების ახალი კერები გააჩინოს დომინანტური რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლებსა და რელიგიურ უმცირესობებს შორის.
დემოკრატიული ინიციატივის ინფორმაციით, მოხეში მცხოვრები მუსლიმები ყოფილი მეჩეთის შენობის წარმომავლობის დროულ დადგენას ითხოვენ:
"2016 წლის 14 ოქტომბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, ადიგენში, სოფელ მოხეში, სამართალდამცავებმა სოფლის ცენტრში მდებარე სადავო შენობის კარი აჭედეს, სადაც ადგილობრივი მუსლიმები ოთხი დღის განმავლობაში ლოცულობდნენ. მუსლიმ მოქალაქეთა განცხადებით, კარის აჭედვის შემდეგ უკვე მეორე კვირაა, ღია ცის ქვეშ, სადავო შენობის მახლობლად ლოცულობენ, რაც შენობის ბედის საბოლოო გადაწყვეტამდე გაგრძელდება.
მოხეში სადავო შენობასთან დაკავშირებული პირველი ინციდენტი 2014 წელს მოხდა, რაც უკავშირდებოდა ადიგენის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებას ყოფილი მეჩეთის შენობის, რომლის გადაცემასაც მუსლიმი თემი წლების მანძილზე უშედეგოდ ითხოვდა, კულტურის ცენტრად გადაკეთების თაობაზე.
მიუხედავად იმისა, რომ სადავო შენობა 2007 წლიდან ადიგენის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, 2014 წლის ინციდენტის შემდგომ შენობის წარმომავლობის საკითხის დადგენა ცენტრალური ხელისუფლების ორგანომ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ითავა და მუდმივმოქმედი კომისიის შექმნით შემოიფარგლა, რომელსაც დღემდე არანაირი დასკვნა არ წარმოუდგენია.
მუსლიმი თემის წარმომადგენლები სამართლიანად მიიჩნევენ, რომ სპეციალური კომისიის და ზოგადად სააგენტოს საქმიანობა, პრობლემის არა გადაწყვეტისკენ, არამედ დროში გაჭიანურებისკენაა მიმართული.
2013 წლის 23 ოქტომბრის განცხადებაში, არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახელმწიფოს პოლიტიკა რელიგიური უმცირესობების მიმართ არაეფექტურად და რეპრესიულად შეაფასეს და მოუწოდეს ხელისუფლებას, შეაჩეროს მუსლიმი თემისრელიგიური დევნა, რომელმაც უკვე სისტემური ხასიათი მიიღო.
2014 წლის 2 დეკემბერს არასამთავრობო და რელიგიური ორგანიზაციების ჯგუფმა საქართველოს პარლამენტს რელიგიური შეუწყნარებლობისა და ძალადობის ფაქტების შესწავლის მოთხოვნით პეტიციით მიმართა. ხელმომწერი ორგანიზაციები მოითხოვდნენ მთავრობის პოლიტიკაზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელებას და საკანონმდებლო ორგანოსაგან რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტებზე (მათ შორის, ქობულეთის, მოხეს, თერჯოლის შემთხვევებზე) დროულ რეაგირებას, ასევე, რელიგიურისიძულვილით მოტივირებულ სამართალდარღვევებზე მთავრობის არაეფექტური პოლიტიკის გადასინჯვას".
GDI აცხადებს, რომ სამოქალაქო საზოგადოებას და რელიგიურ უმცირესობებს ხელისუფლებისგან ადეკვატური პასუხი არცერთ შემთხვევაზე არ მიუიღიათ.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მოხეს სადავო შენობის წარმომავლობის დადგენა და მუსლიმებისთვის მის გადაცემაზე გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურება, ან უარი აშკარა დისკრიმინაციული მიდგომის შედეგია:
"სადავო შენობიდან რამდენიმე ათეული მეტრის მოშორებით სახელმწიფომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს, 2009 წელს, უფასო უზუფრუქტის უფლებით, მფლობელობასა და სარგებლობაში გადასცა ძველი პანსიონატის შენობა ხოლო 2014 წელს, იქვე მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელზეც დღესდღეობით მართლმადიდებელი ეკლესიის შენობაა განთავსებული, 1 ლარად მიყიდა".
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ რეგიონში სახელმწიფოს მიზანმიმართული დისკრიმინაციული პოლიტიკის გამოხატულებაა იმ პირთა წახალისება და დაწინაურებაც, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა მუსლიმთა მიმართ აგრესიაში:
"სოფელ ჭელაში სახელმწიფოს მიერ მინარეთის მოჭრის შემდეგ განვითარებული მოვლენების დროს მუსლიმთა წინააღმდეგ გამართული აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი კოპაძე ამჟამად სახელისუფლებო პარტია ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატია, ხოლო სამართალდამცავი გელა კოხოძე, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ჭელასა და მოხეს მოვლენების დროს მუსლიმების მიმართ განსაკუთრებული უპატივცემულობით გამოირჩეოდა, 2015 წელს პოლიციის მოხეს განყოფილების უფროსად დანიშნეს".
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაპუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს პუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს
-
-
-
გადახედვანაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა ნაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
კომენტარები