მეუფე პეტრე ცაავა NDI-ის კვლევას ეხმაურება და ამბობს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის რეიტინგის ვარდნა ადეკვატურია. მისივე თქმით, ეს შედეგი იმის ბრალია, რომ "თავისუფლების ხარისხი" გაზრდილია.

"მადლობა ღმერთს, რომ ბრბოსა და ჯოგის პრინციპით, როგორც მას უნდა რომ საპატრიარქო უყურებდეს გამოსულია. მართლმადიდებლურ აზროვნებაშიც და სიმართლის გარკვევაშიც მრევლმა გაასწრო საპატრიარქოს ადმინისტრაციას. შედეგიც არის ადეკვატური. რაც ძალიან სამწუხაროა", — განუცხადა მეუფე პეტრემ მთავარ არხს.

NDI-ს კვლევის მიხედვით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობას კარგად მოსახლეობის 50 პროცენტი აფასებს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

კვლევაში აღნიშნულია, რომ 2015 წლიდან 2019 წლამდე ეკლესიის საქმიანობის "კარგმა" შეფასებამ 25 პროცენტული პუნქტით დაიკლო. მხოლოდ 2019 წელს ივლისიდან ნოემბრამდე დადებითმა შეფასებამ 64 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაიკლო.

ამავე კვლევის თანახმად, მოსახლეობის 12 პროცენტი ფიქრობს, რომ ეკლესიის საქმიანობა ცუდია, ხოლო 25 პროცენტი — საშუალო.