ერთგული მაყურებლების მოლოდინი, რომ გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის, Sex Education-ის მეორე სეზონი ეკრანებზე კვლავ ეხილათ, თითქმის დასრულდა.

პარასკევს, 17 იანვარს ნეტფლიქსის პლატფორმაზე მილიონობით გულშემატკივარის საყვარელი სატელევიზიო შოუს ახალი სეზონის პრემიერა შედგება, მანამდე რამდენიმე საათით ადრე კი კომპანიამ კიდევ ერთი ტრეილერი გაავრცელა, რომელიც სერიალის ხილვის მოლოდინს კიდევ უფრო გვიმძაფრებს.

სიუჟეტის ძირითადი ხაზი კვლავ მთავარი გმირის, ოტისის ირგვლივ განვითარდება, რომელსაც ერთდროულად აქვს პრობლემები დედასთან და მეგობარ გოგოებთან. ასევე ვიხილავთ ერიკისა და ადამის დაძაბული ურთიერთობის ახალ ეტაპსაც.

ფოტო: Netflix

აღსანიშნავია, რომ სერიალის მეორე სეზონში ახალ პერსონაჟებსაც გავიცნობთ.

ფოტო: Netflix

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დროა, დიდი რაოდენობით ბატიბუტი მოიმარაგოთ, პარასკევ საღამოს სხვა არაფერი დაგეგმოთ და თავისუფალი დრო მონატრებულ პერსონაჟებთან ერთად გაატაროთ.