ცნობილია, როდის ვიხილავთ Game of Thrones-ის სპინოფს
როგორც უკვე ვიცით, HBO სატელევიზიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სერიალის, Game of Thrones-ის სპინოფს იღებს. სულ ცოტა ხნის წინ კი ახალი შოუს გამოსვლის თარიღიც გახდა ცნობილი.
Television Critics Association-ის მიერ გამართულ შეხვედრაზე HBO-ს პროგრამირების დირექტორმა, კეისი ბლოისმა განაცხადა, რომ სერიალს დიდი ალბათობით 2022 წელს ვიხილავთ.
მისივე განცხადებით, ყინულისა და ცეცხლის სიმღერის სერიის ავტორი, ჯორჯ მარტინი და სცენარისტი, რაიან კონდალი უკვე წერენ ახალი შოუს სცენარზე:
"ისინი ერთ ოთახში უკვე მუშაობენ ახალი ისტორიის შექმნაზე, რომლის ეკრანებზე ხილვაც, ჩემი ვარაუდით, 2022 წელს შეგვეძლება".
დრაკონების სახლი — ასე ერქმევა ახალ სერიალს, რომელიც Game of Thrones-ში აღწერილ სიუჟეტამდე 300 წლით ადრე განვითარებულ მოვლენებზე მოგვითხრობს. სერიალს ჯორჯ მარტინის წიგნის, Fire & Blood-ის მიხედვით იღებენ, რომელშიც ტარგარიენების საგვარეულო ისტორიას ვეცნობით.
HBO-ს პროგრამირების დირექტორის, კეისი ბლოისის განცხადებით, სანამ ამ სერიალის გადაღება გადაწყდებოდა, მანამდე სხვა ალტერნატივებსაც განიხილავდნენ, მათ შორის ერთ-ერთი გაცილებით ადრინდელი ისტორიის გაცოცხლებას ისახავდა მიზნად, თუმცა საბოლოოდ არჩევანი დრაკონების სახლზე შეჩერდა:
"ეს იდეაც შესანიშნავი იყო, უბრალოდ ამ შემთხვევაში სიუჟეტი ჩვენთვის ნაცნობ მოვლენებამდე 8 000 წლით ადრე ვითარდებოდა და მის შესაქმნელად უფრო მეტი შრომა იყო საჭირო. დრაკონების სახლის შემთხვევაში კი არსებობდა წიგნი, რომელსაც დავეყრდნობოდით და უფრო მარტივად შევასხამდით ხორცს ამ სამყაროს".
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სერიალს HBO იღებს, ისტორია კვლავ GOT-ის სამყაროში განვითარდება და სცენარს ჯორჯ მარტინი წერს, მაშინ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინ კიდევ ერთი ეპიკური შოუ გველოდება.
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
კომენტარები