NDI-ს კვლევის თანახმად, ოპოზიციური პარტიების ჯამური რეიტინგი უფრო მაღალია, ვიდრე ქართული ოცნების.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, მოსახლეობის 20 პროცენტის თქმით, ხვალ რომ არჩევნების იყოს ქართულ ოცნებას დაუჭერდა მხარს. ნაციონალურ მოძრაობას მხარს 13 პროცენტი დაუჭერს, ევროპულ საქართველოს — 8, ლეიბორისტულ პარტიას — 5, პატრიოტთა ალიანსს — 4, ახალი საქართველო — 3, ერთიანი საქართველო — 3, გირჩი — 2.

ამავე დროს, მოსახლეობის 14-მა პროცენტმა პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა. ასევე 14 პროცენტი ამბობს, რომ არც ერთ პარტიას არ მისცემს ხმას, 12-მა პროცენტმა კი ჯერ არ იცის.

ფოტო: NDI

ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) კვლევა 2019 წლის 19 ნოემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 180 (გამოპასუხება 35) პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა. საშუალო ცდომილების ზღვარი 1,9 პროცენტია.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC — საქართველო.