NDI-ს კვლევის მიხედვით, 27 ქართველ პოლიტიკოსს შორის ყველაზე მაღალი დადებითი შეფასების მაჩვენებლები აქვთ დავით ბაქრაძეს, კახა კალაძესა და შალვა ნათელაშვილს. კვლევაში ევროპული საქართველოს ლიდერსა და თბილისის მერს დადებითი შეფასების თანაბარი მაჩვენებელი — 34% აქვთ. თუმცა, კალაძეს უარყოფითად 1%-ით მეტი აფასებს, ვიდრე ბაქრაძეს.

რაც შეეხება ლეიბორისტული პარტიის ლიდერს, მას დადებითი შეფასების მაჩვენებელი 29% აქვს, უარყოფითი კი — 25%.

ფოტო: NDI

ამავე კვლევის მიხედვით, ყველაზე მაღალი უარყოფითი შეფასება აქვს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს — 49%. მათ მოსდევთ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და პარტია გირჩის ლიდერი ზურა ჯაფარიძე 39%-ით.

ფოტო: ND

ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) კვლევა 2019 წლის 19 ნოემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 180 (გამოპასუხება 35) პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა. საშუალო ცდომილების ზღვარი 1,9 პროცენტია.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC — საქართველო.