NDI-ს კვლევის თანახმად, მოსახლეობა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას საქმიანობას უფრო უარყოფითად აფასებს, ვიდრე მისი წინამორბედის, მამუკა ბახტაძის საქმიანობას. 2015 წლის შემდეგ პრემიერის საქმიანობას ყველაზე მაღალი უარყოფითი შეფასება აქვს.

კვლევის შედეგების მიხედვით, პრემიერ-მინისტრის საქმიანობის უარყოფითი შეფასება ბოლო სამი წლის განმავლობაში მზარდია. 2019 წლის ივლისში, როდესაც პრემიერ-მინისტრი ბახტაძე იყო, მოსახლეობის 28 პროცენტი პრემიერის საქმიანობას ცუდად აფასებდა. აღნიშნული მაჩვენებელი 35 პროცენტამდე გაიზარდა მას შემდეგ, რაც პრემიერი გახარია გახდა.

ფოტო: NDI