NDI-ს კვლევის მიხედვით, საქართველოს სამინისტროებს შორის ყველაზე მაღალი უარყოფითი შეფასების მაჩვენებელი ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებს აქვთ. ეკონომიკის სამინისტროს მუშაობას ცუდად 32% აფასებს, ფინანსთა სამინისტროს კი — 29%.

უარყოფითი შეფასების მაჩვენებლით, ასევე, ლიდერობენ გარემოს დაცვის სამინისტრო — 26%-ით და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტრო — 24%.

სამინისტროებს შორის ყველაზე მაღალი დადებითი მაჩვენებლები აქვთ: თავდაცვის სამინისტრო — 37% და საგარეო საქმეთა სამინისტროს — 36%.

ფოტო: NDI

ფოტო: NDI

საფინანსო უწყებების დაბალი შეფასების გამომწვევ მიზეზებს შორის შესაძლოა იყოს ისიც, რომ წელს ისტორიაში პირველად ლარის გაუფასურებამ მაქსიმუმს მიაღწია და რამდენჯერმე საკუთარი რეკორდიც მოხსნა.

ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) კვლევა 2019 წლის 19 ნოემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 180 (გამოპასუხება 35) პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა. საშუალო ცდომილების ზღვარი 1,9 პროცენტია.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC — საქართველო.