ქვეყნის სივრცითი მოწყობის ფარგლებში, ომალოში აეროდრომი აშენდება. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა:

"ჩვენ განვიხილავთ ახმეტის მუნიციპალიტეტში, ომალოში, თუშეთში, აეროდრომის პროექტირების დაწყების საკითხს. მოგეხსენებათ, რომ სივრცითი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება გახლავთ შიდა ავიაციის განვითარება და ჩვენი მიზანია ის, რომ საქართველოში იყოს რაც შეიძლება მეტი მცირე აეროდრომი იმისთვის, რომ უპირველეს ყოვლისა, ჩვენმა მოსახლეობამ ისარგებლოს და ასევე ტურისტებმა ისარგებლონ".